ისრაელის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანია დაშავებული, საიდანაც ორის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ CNN წერს. მათივე ცნობით, სხვადასხვა საავადმყოფოდან მიღებული ინფორმაციას იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა, მეტი იყოს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ჯამში 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ირანის სახელმწიფო მედიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თეირანმა ისრაელის მიმართულებით „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა“ გაუშვა.

ბოლო ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა ისრაელ-ირანის კონფლიქტზე.
ისრაელსა და ირანს შორის მკვეთრი ესკალაციის ფონზე, გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა. სხდომის მთავარი თემა იყო ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობა და ბირთვული ობიექტებზე თავდასხმის საფრთხე.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 70
    ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიში მიიტანესისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელეს. მათივე ცნობით, რომ სამიზნეებს შორისაა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაცია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ასევე დაარტყეს სხვა სამიზნეებს, რომლებიც „ხელს უწყობდნენ ირანის რეჟიმის მცდელობებს ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ და სადაც…
  • 69
    რეზა ფეჰლევის მიმართვა ირანელ ხალხსჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,…
  • 67
    დღეს პოლონეთშისამი მეფის დღე (Trzech Króli) აღინიშნებადღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,…
  • 67
    მედია - აშშ-მა და უკრაინამ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მარტში მიღწევის შესაძლებლობა განიხილესამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.…
  • 66
    ისრაელის საელჩო - ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება უნარით, გაარჩიონ, ვინ ირჩევს სიცოცხლის გზას და ვინ - ტერორის - მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდესისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს - მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ…