კომპანია სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI -ის მენეჯმენტმა, მსოფლიოში აღიარებულ, საერთაშორისო საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია AFRY–თან ხელშეკრულება გააფორმა. AFRY-ის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საინჟინრო საკონსულტაციო სფეროში. კომპანიის ათასობით ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტზე. ერთ – ერთი ასეთია ბახვი 1 ჰესის პროექტი, რომელზეც კომპანიის ავსტრიის წარმომადგენლობა მუშაობს.

სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-სა და AFRY -ის შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად,   საერთაშორისო კომპანიის ავსტრიის წარმომადგენლობის წამყვანი კონსულტანტი, ჰიდროტექნიკური ინჟინერი კლაუს ოლბოქი, ბახვი 1 ჰესის ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთების და დეტალური დიზაინის პროექტზე მუშაობს. ხსენებული პროექტის ფარგლებში,  კლაუს ოლბოქის გუნდში 7 ექსპერტია დაკავებული. სამუშაო ჯგუფი შედგება სხვადასხვა პროფილის პროფესიონალისგან: ჰიდროგეოლოგი, სამოქალაქო ინჟინერი, გეოლოგი, ელექტრო-მექანიკური და  ჰიდრო-მექანიკური ინჟინრები.

ავსტრიელ სპეციალისტებთან თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება პროექტის სქემისა და ადგილმდებარეობის  დეტალური შესწავლა და  სრულყოფა. მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება ჰესის შეგუბების ფართობსაც. მისი ზომა 3.3 ჰექტარიდან 0.3 ჰექტარამდე მცირდება.

 

კლაუს ოლბოქი და მისი გუნდი საქართველოს სტუმრობდა და ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორია შეისწავლა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მასთან, მისი საქართველოში ვიზიტის დროს ჩავწერეთ.

 

კითხვა: რა სახის კვლევებს აკეთებთ ბახვი 1 ჰესის პროექტის ფარგლებში?

 

კ.ო.  ჩვენ, კომპანია CCEH – მა მოგვიწვია, რათა  გავუწიოთ საკონსულტაციო სერვისი. ვნახეთ და შევაფასეთ აქამდე ჩატარებული სამუშაო და ტექნიკური კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვიყავით საპროექტო ტერიტორიაზე. დღეისათვის ჩვენი მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით, გამოცდილებით და ცოდნით დეტალურად დავგეგმოთ პროექტის განხორციელების გზები და ვიპოვოთ საუკეთესო ინჟინრული გადაწყვეტილებები პროექტის მართებულად განხორციელებისთვის.

რა სახის გამოწვევები აქვს ბახვი 1 ჰესის პროექტს?

კ.ო. რაც შეეხება პროექტს, მოგეხსენებათ ეს მცირე ზომის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტია, რომელიც საკმაოდ  რთული რელიეფის მქონე ხეობაში უნდა განხორციელდეს. ამას ემატება ის გარემო, რომელიც ამ ტერიტორიაზეა არiს  მთის მდინარე, რომელზეც იგეგმება ჰესის მშენებლობა, საგულისხმო ფაქტორია მკაცრი ზამთარი, რაც თოვლის დიდ საფარს გულისხმობს ზამთრის პერიოდში. აქედან გამომდინარე, პროექტი მოითხოვს სპეციფიურ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს,  რომლებიც თავის თავში  ყველა ამ  კომპონენტს გაითვალისწინებს.

რა პრიორიტეტებით ხელმძღვანელობთ პროექტზე მუშაობისას? 

კ.ო. ჩვენი პრიორიტეტია შევიმუშაოთ და კომპანიას გადავცეთ სწორი დიზაინის პროექტი, რომელიც მისცემს ჰიდროელექტროსადგურს საშუალებას სწორედ და გამართულად იმუშაოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე, ვიცით, რომ პროექტი ითვალისწინებს გარემოს დაცვით  კომპონენტებს, როგორიცაა მაგალითად, ბახვი 1 ჰესის თევზსავალი. შესაბამისად შესამუშავებელი იქნება მისი დიზაინი.

რამდენად ითვალისწინებთ პროექტის სპეციფიურ ადგილმდებარეობას?

კ.ო. ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, მშენებლობის პერიოდში გარემოზე და ამ გარემოში მცხოვრებ ადამიანებზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის თავიდან არიდება ან მისი მინიმუმამდე დაყვანა.

დაფინანსებული ფართი

 

 

მსგავსი სტატიები

  • 73
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 72
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    მდებარეობა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორია   ბახვი 2 ჰესის პროექტმა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ უკანავასთან (დაცილება 2.8კმ), მდინარე ბახვისწყლის ხეობაში მდებარეობს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიიღო, 2023 წლის, 29 მაისს. პროექტზე მუშაობა კომპანიამ 2022 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც წინა მფლობელისგან სრულად გამოისყიდა იგი. მიუხედავად იმ…
  • 65
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 65
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…