2025 წლის 5-15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც წელს საიუბილეოა და აღინიშნება დაარსებიდან 10 წელი. _ ამის შესახებ დღეს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე პრესკონფერენციაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირექტორმა ვასილ ჩიგოგიძემ განაცხადა;

_ წელს ფესტივალი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული მწერლობის საოცარი ნიმუშებით იქნება გამორჩეული. 10 დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელწმიფო დრამატული თეატრის სამ სივრცეს 6 უცხოეთის თეატრი და 15 ქართული თეატრი ჯამში 21 სპექტაკლით დაიკავებს, ფესტივალი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლით დავით კლდიაშვილის ,,მსხვერპლნი”(5/07 19:00 დიდი სცენა) გაიხსნება, რეჟისორი გიორგი კაშია.

ნოდარ დუმბაძის მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, საზოგადოება ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე, ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლების (არა დრამატურგების)პროზაულ ნაწარმოებებზე შექმნილ სპექტაკლებს იხილავს სლოგანით ,,ნოდარ დუმბაძე-ქართული მწერლობა“. აღნიშნული სპექტაკლებიდან ფესტივალზე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი აზერბაიჯანის, ქ. განჯის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად კოპროდუქციას ,, კუკარაჩა“ წარმოადგენს, რეჟისორი ვასო ჩიგიგიძე, ხოლო ნოდარ დუმბაძის მშობლიურ მხარეში ჩოხატაურის კულტურის სასახლეში, ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და ჰუმანისტი მწერლის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული 5 სპექტაკლი იქნება ნაჩვენები.

მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალში პირველად მონაწილეობს ისრაელი. წარმოდგენილი იქნებიან დასები აზერბაიჯანიდან, ესპანეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან. ბოლო დღეებში ფესტივალზე ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს უკრაინამ, ჩინეთმა, თურქეთმა…. გაიმართება ETA-ევრაზიის თეატრალური ასოციაციის დამფუძნებელი ქვეყნების შეხვედრა, ასევე მოწვეული სტუმრების შეხვედრა პროექტ ,,ქართული მწერლობა თეატრის სცენაზე“ მონაწილე დრამატურგებთან.

ფესტივალზე წელს ქართველი და უცხოელი ჟიურის წევრები იმუშავებენ. საინტერესო იქნება თავად ნომინაციებიც: საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი, საუკეთესო სცენოგრაფია, გამოვლინდება საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი, საუკეთესო მუსიკა ა.შ და მთავარი გრან-პრი  _ საუკეთესო სპექტაკლი გადაეცემა გამარჯვებულს _ 10 000 ლარის ოდენობით, რომელიც ფესტივალის ოქროს სპონსორმა ,,სმარტ კაპიტალ ჯგუფმა“დააწესა.

ფესტივალი ტრადიციულად 14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს მის მშობლიურ მხარეს ჩოხატაურს (ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს) ეწვევა, ხოლო 16:00 საათზე ჩოხატაურის კულტურის სასახლეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს ,,დიდრო “ (რეჟისორი ვასილ ბუბუტეიშვილი).

15 ივლისს, 19:00 საათზე, ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება მონაწილეების დაჯილდოება და ფესტივალის საზეიმო დახურვა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფესტივალის ასეთი მასშტაბურობა ორმა ფაქტორმა განაპირობა: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურამ, რომლის რეაბილიტაციაც მსოფლიო სტანდარტების დონეზე საქველმოქმედო ფონდის ,,ქართუ“ ინიციატივითა და პატრონაჟით განხორციელდა და საქართველოს კულტურის სამინისტროს, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიების, სპონსორების მხარდაჭერამ.

ფესტივალის მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, მხარი დაუჭიროს ქართული კლასიკოსი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფას, გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას გურიაში.

ფესტივალის დამფუძნებლები გახლავთ საქართველოს კულტურის სამინისტრო, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიები.
როგორც ვასილ ჩიგოგიძემ განაცხადა,სახელმწიფო საკურატორო ფესტივალს 173-გვერდიანი ფესტივალებისადმი მიძღვნილი წიგნი დაამშვენებს.

მომდევნო ფესტივალი 2028 წელს გაიმართება, რომელიც ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 100 და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 160 წლისთავს მიეძღვნება.

მსგავსი სტატიები

  • 81
    ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ათენში გამორჩეული გასტროლით მიემგზავრება24 ნოემბერს, 14:30 საათზე, კინო-თეატრ Studio-ში წარმოდგენილი იქნება ორი განსაკუთრებული სპექტაკლი: ნოდარ დუმბაძის „ცის კარი“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი) „ილია – თანამდევი სული“ (რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი ვასო ჩიგოგიძე). ეს მნიშვნელოვანი მოვლენა თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ჩანაწერი იქნება, რადგან „ილია – თანამდევი სული“ მსოფლიო პრემიერით პირველად სწორედ ათენის სცენაზე იქნება წარმოდგენილი!…
  • 79
    ოზურგეთის თეატრი განჯაში ქართულ-აზერბაიჯანულ ერთობლივ სპექტაკლს, ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩას“ წარადგენს2025 წლის 5 ივნისს, ქ. განჯის სახელმწიფო ეროვნული დრამატული თეატრის სცენაზე შედგება სპექტაკლის „კუკარაჩას“ პრემიერა. ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დადგმული ერთობლივი სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ ვასილ ჩიგოგიძე და მასში მონაწილეობენ აზერბაიჯანელი და ქართველი მსახიობები.
  • 77
    „ტროა უნდა დაეცეს“… და ეს დაცემა,  სახედაკარგული ადამიანებისთვის  უკვე ძნელად ხდის  ადამიანად ყოფნასავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში,  პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი  კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები.  სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის…
  • 76
    ხვალ, აზერბაიჯანში, განჯის თეატრში ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩას“ პრემიერა გაიმართება„კუკარაჩა", როგორც თეატრალური დიალოგი ოზურგეთისა და განჯის სახელმწიფო დრამატულ თეატრებს შორის! პირველი ერთობლივი რეპეტიცია. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის „კუკარაჩა“ პრემიერა 5 ივნისს, 18:00 საათზე, განჯის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება — ოზურგეთისა და განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრების კოპროდუქციის რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორია.…
  • 74
    „ლუშნუ“ ოზურგეთის თეატრის სცენაზეოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ანშლაგით წარადგინა შთამბეჭდავი სპექტაკლი „ლუშნუ“. „ლუშნუ“ – ეს არის შემეცნებითი, სათავგადასავლო, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ჟანრის ნამუშევარი. სპექტაკლი ეფუძნება წერილობით წყაროებს, კვლევებსა და გადმოცემებს, რაც მას ისტორიული სიზუსტისა და სიღრმის შეგრძნებას ანიჭებს. პიესაში გამოყენებულია სვანური ფოლკლორის მდიდარი მემკვიდრეობა, ავტორთა ციტირებები და…