უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, _ ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა, დღეს სერიოზულ საფრთხეშია.

„მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის ჯერ კიდევ 2024 წელს გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თავისუფლების შემზღუდავი, რეპრესიული კანონების გაუქმებას, კორუფციასთან სისტემურ ბრძოლას ყველა დონეზე. უფრო მეტიც, 2025 წელი კიდევ უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, საქართველოში გვყავს 65 სინდისის პატიმარი, დამატებითი რეპრესიული კანონები მიიღეს და დღემდე გრძელდება ადამიანთა დევნა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ 2025 წლის 31 აგვისტომდე უნდა მიაწოდოს ევროკავშირს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდეს არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ის აძლიერებს ანტიდასავლურ პროპაგანდას.

ხელისუფლების ამ ქმედებების გამო, საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ მოგვცა: ოჯახის წევრებთან შეხვედრა, თავისუფლად მოგზაურობა, მკურნალობა, სწავლა, მუშაობა და განვითარება ევროპულ სივრცეში – რეალურია.

საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. ჩვენ, ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს, გვჯერა რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მაგრამ ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ამ მომავალს სპობს.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია: შეწყდეს რეპრესიები, გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაპატიმრებულები, გაუქმდეს რეპრესიული კანონები, დაიწყოს ღია და სანდო დიალოგი არსებული კრიზისის დასაძლევად.

ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და მივიჩნევთ, რომ ჩვენი ევროპული მომავლის დათმობა დაუშვებელია. აუცილებელია, დავიცვათ უვიზო მიმოსვლა – დავიცვათ საქართველოს ევროპული გზა”, _ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 68
    ინტერვიუს პასუხად...2025 წლის 9 ივნისს გაზეთ „ალიონის“ ვებგვერდზე (alion.ge) გამოქვეყნდა ინტერვიუ (ავტორი ნუგზარ ასათიანი), სახელწოდებით „ლაგის წევრი პროექტის „მწვანე გურია“ შესახებ“, რომელიც მოიცავს ერთი განაწყენებული რესპონდენტის ტყუილით და ცილისწამებით სავსე შეხედულებებს. ქალბატონი მარინა ჩიხლაძე, როგორც თავად არაერთგზის ამტკიცებს, „უსამართლოდ დატოვეს დაფინანსების მიღმა“. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ: ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე…
  • 64
    „ჩვენ ევროკავშირი გვავალდებულებს, არ გავასაჯაროოთ გამარჯვებულთა ვინაობა, რადგან ეს არის პერსონალური მონაცემები“ : ვნებათა ღელვა პროექტ „მწვანე გურიას“ ირგვლივავტორი გაზეთი „ალიონი“ 27  მარტს ოზურგეთის ტექნოპარკში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია _ ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისათვის“, ფარგლებში   CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად,  პროექტის შუალედური შედეგებისა და დაგეგმილი სამუშოების გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.…
  • 64
    როგორ მიმდინარეობს გურიის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები?ევროკავშირის მხარდაჭერით გურიის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი „მწვანე გურია _ ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისათვის“, რომელსაც ახორციელებს    CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად.. CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერის ნინო გაფრინდაშვილის ინფორმაციით საგრანტო კონკურსის ფარგლებში 25 პროექტი დაფინანსდა…
  • 64
    ლაგის წევრი პროექტის „მწვანე გურია“ შესახებევროკავშირის მხარდაჭერით გურიის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი „მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური მდგრადობის ზრდისათვის“,რომელსაც ახორციელებს    CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან _ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად.. გაზეთ „ალიონის“ #10-ში ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია „როგორ მიმდინარეობს გურიის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები?“, რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში,…
  • 64
    ახალციხეში ევროკავშირის საინფორმაციო პუნქტი გაიხსნადღეს, 4 აპრილს, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ახალციხეში ოფიციალურად გახსნა ევროკავშირის ახალი საინფორმაციო პუნქტი — სივრცე, რომლის მიზანია ევროკავშირის საზოგადოებასთან დაახლოება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. „მინდა კვლავ დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ყველა რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების გაძლიერების მიმართ,” — განაცხადა ელჩმა. საინფორმაციო პუნქტი დაარსებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი “REACT საქართველოსთვის” პროექტის ფარგლებში, რომელიც…

არ გამოტოვოთ