აშშ-ში ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას bbcი ავრცელებს.

იუტას შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის კომისრის, ბო მეისონის განცხადებით, კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა და გასროლა უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან განახორციელა.

იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, მომხდარის შემდეგ პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა დაკითხვის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.

„ჩემი ადმინისტრაცია იპოვის ყველას და თითოეულ მათგანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ სისასტიკეში და სხვა პოლიტიკურ ძალადობაში, მათ შორის ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ და მხარს უჭერენ მას, ასევე მათ, ვინც დევნის ჩვენს მოსამართლეებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ყველას, ვინც წესრიგს ამყარებს ჩვენს ქვეყანაში“, _ განაცხადა აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, „Turning Point USA“-ს დამფუძნებელი, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა. აქტივისტი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს.

მსგავსი სტატიები