ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
ავთანდილ სურგულაძე ამ პოსტზე გიორგი გორდელაძემ შეცვალა.
ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ – ელიზბარ ხაჩიძემ წარუდგინა.
წარდგენას ესწრებოდნენ გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები.
ავთანდილ სურგულაძე აღნიშნულ პოსტს 11 წლის განმავლობაში იკავებდა და ის კვლავ გააგრძელებს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში მუშაობას.
მადლობას ვუხდით ბატონ ავთანდილს ამ თერთმეტწლიანი თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ წარმატებებისთვის, რასაც ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრმა და ოზურგეთის სალოტბარო სკოლამ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწია.
წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი გორდელაძეს!

მსგავსი სტატიები

  • 87
    „გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“„გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“ - ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოვება და საზეიმო კონცერტი გაიმართა. პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა თავის მოსწავლეებთან ერთად თავიანთი სოფლის ცნობილი მომღერლებისა და სოფელში არსებული გუნდების შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, რომელიც ამ პროექტის საშუალებით გასაჯაროვდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს - ძიმითის, დაბა ნასაკირალის, მშვიდობაურის, მთისპირის,…
  • 84
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 84
    „ტროა უნდა დაეცეს“… და ეს დაცემა,  სახედაკარგული ადამიანებისთვის  უკვე ძნელად ხდის  ადამიანად ყოფნასავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში,  პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი  კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები.  სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის…
  • 83
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
  • 83
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…