„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მერის მოადგილეები – ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკვაძე, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გენო მორჩილაძე, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს პროგრამის დასაფინანსებელი პროექტები გააცნეს. ადგილობრივებმა კი პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასახელეს.
პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 1 086 000 ლარია გამოყოფილი. საჭიროების მიხედვით კი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებიც დაემატება.
აღნიშნული პროგრამით განსაზღვრული მიმართულებებია: შიდა სასოფლო გზების, სატრანსპორტო მოსაცდელების, გარე განათებების, ხიდების, მილხიდების, სანიაღვრე არხების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, ამბულატორიის, სკვერების, სპორტული მოედნების და საბავშვო ბაღების ეზოს კეთილმოწყობა. ასევე, გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, სხვადასხვა ადგილების შესაბამისი მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები 18 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება – იხ. შეხვედრების გრაფიკი: https://docs.google.com/…/1X0QVggfXqCg2iFh…/edit

მსგავსი სტატიები

  • 64
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 61
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს სამი მოადგილე ეყოლებაადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უკვე დაკომპლექტდა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოები. .ახალი მოადგილეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, ასევე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს წარუდგინა. ოზურგეთის მერის პირველ მოადგილედ ბექა ჩხიკვიშვილი დაინიშნა, ოზურგეთის მერის მოადგილე ჯანდაცვის, სოციალურის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით გახდა სოფო რამიშვილი,…
  • 60
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…
  • 59
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტი წლის საუკეთესო ბიუჯეტის ტიტულით დაჯილდოვდაოზურგეთის მუნიციპალიტეტი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის XVI ყოველწლიურ კონფერენციაზე წლის საუკეთესო ბიუჯეტის ტიტულით დაჯილდოვდა. კონფერენციას, რომელიც სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთში“ გაიმართა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, მერის მოადგილეები ბექა ჩხიკვიშვილი და სოფო რამიშვილი, ასევე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო ფინანსების მართვის…
  • 59
    ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად გენო მორჩილაძე, ხოლო განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსად ნატალია ხომერიკი დაინიშნენ.ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად გენო მორჩილაძე, ხოლო განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსად ნატალია ხომერიკი დაინიშნენ. როგორც ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ აღნიშნა, გენო მორჩილაძე და ნატალია ხომერიკი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და ისინი სწორედ ამ ნიშნით იყვნენ შერჩეულები აღნიშნულ პოზიციებზე. „ბატონი გენო მორჩილაძის კარიერა მოიცავს მრავალწლიან გამოცდილებას, როგორც საჯარო, ისე…