ჩვენო ვენერა მასწავლებელო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების დიდებულ საზომსა და უმნიშვნელოვანეს თარიღს – 100 წლის იუბილეს!
საუკუნოვანი გზა გაიარეთ, ეს გზა არა მხოლოდ ხანგრძლივი ცხოვრების, არამედ თქვენი ღირსეული, შინაარსიანი და ნაყოფიერი მოღვაწეობის მაგალითია: თქვენ, პედაგოგმა, მრავალი თაობის აღზრდაში შეიტანეთ წვლილი. თქვენი სიყვარული, ცოდნა და სიბრძნე არაერთი ადამიანისათვის იქცა ცხოვრების გზამკვლევად.
განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს თქვენი გონებრივი სიფხიზლე და სიყვარული ცოდნისადმი, რომელიც დღემდე თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როცა ადამიანი 100 წლის ასაკში კითხულობს, ეცნობა სიახლეებს, გვიჩვენებს, რომ ცოდნა თქვენთვის ცხოვრების ნაწილია და არა ვალდებულება და ამიტომაც ხართ სულიერად ახალგაზრდა!
დროისა და სირთულეების მიუხედავად გაქვთ დიდი სიყვარული და ინტერესი ცხოვრებისადმი, ხართ განსაკუთრებით ყურადღებიანი ადამიანებისადმი, ასაკმა სიბრძნითა და გამოცდილებით გაამდიდრა თქვენი აზროვნება, ამიტომაც დიდი მადლობა თქვენ – ჩვენთვის ხართ მაგალითი ღირსეული ცხოვრებისა!
გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, სითბოს, სიყვარულით სავსე გარემოსა და უამრავ ბედნიერ დღეს!
სიყვარულითა და პატივისცემით,
შემოქმედის საჯარო სკოლის პედკოლექტივი.
მსგავსი სტატიები
- 93
რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო. ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც… - 90
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა, ისინი კვალიფიციურად… - 90
პარვუს ჯგუფის საგანმანათლებლო ტრენინგები განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე პრაქტიკული გაკვეთილებით კომპანიის ობიექტებზე გაგრძელდა. შემოქმედის, გომის, კვირიკეთისა და დვაბზუს სკოლის მოსწავლეები კომპანიის მშენებარე ობიექტებზე ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად ავიდნენ — რაც პროცესს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ საგანმანათლებლო-წახალისების მნიშვნელობასაც მატებდა. ლექციებისა და მასტერკლასების შემდეგ ისინი უკვე რეალურ სივრცეში დააკვირდნენ… - 89
2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით… - 88
რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტში გაგაცნობთ ბარბარე ბარამიძეს ბარბარე განსაკუთრებული სამყაროს პატარა მოქალაქეა - მას დაუდგინდა აუტიზმი. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი პატარა დეტალია მის უსასრულო და საოცრად ფერად სამყაროში. ის ყოველდღე გვახსენებს, რომ განსხვავებულობა სილამაზეა — როცა სიყვარულით, თანაგრძნობითა და…