ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას აფეთქება „საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად“ გამოაცხადა, – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯანმო-მ განაცხადა, რომ ბუნდიბუგიოს ვირუსით გამოწვეული აფეთქება არ აკმაყოფილებს პანდემიის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების კრიტერიუმებს, თუმცა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სახმელეთო საზღვრის მქონე ქვეყნები დაავადების შემდგომი გავრცელების მაღალი რისკის წინაშე დგანან.

ჯანმო-ს განცხადებით, შაბათის მდგომარეობით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში გარდაცვალების 80, ლაბორატორიულად დადასტურებული რვა და 246 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანაში, სადაც ებოლა პირველად 1976 წელს დაფიქსირდა, მე-17 აფეთქება შესაძლოა გაცილებით მასშტაბური იყოს, საწყისი ნიმუშების მაღალი დადებითობის მაჩვენებლისა და საეჭვო შემთხვევების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით.

ორგანიზაციის განმარტებით, ეს აფეთქება განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს, რადგან, ებოლას ზაირის შტამისგან განსხვავებით, ბუნდიბუგიოს ვირუსის წინააღმდეგ დამტკიცებული სპეციფიკური სამკურნალო საშუალებები ან ვაქცინები არ არსებობს. ქვეყნის წინა აფეთქებებიდან ყველა, ერთის გარდა, სწორედ ზაირის შტამით იყო გამოწვეული.

მსგავსი სტატიები

  • 59
    ბახმაროს და გომისმთის დამსვენებელთა საყურადღებოთ!ვინაიდან აღნიშნულ კურორტებზე სასმელი წყლით მომარაგების დაბალი ტექნიკური დონე და არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობაა, რომელიც ხშირ შემთხვევებში იწვევს კუჭ-ნაწლავის ინფექციების ეპიდემიური გავრცელებას,დამსვენებელთა მასობრივ ავადობას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზიც შეიძლება გახდეს. აღნიშნული დაავადებების გავრცელების რისკი განსაკუთრებიღთ მატულობს ზაფხულის პერიოდში ისეთ საკურორტო ზონებში სადაც არ ხდება დამსვენებულთა სასმელი წყლით მომარაგება ცენტრალური წყალსადენით.…
  • 57
    ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. როგორც მან განმარტა, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ…
  • 57
    სრული პასუხისმგებლობით თქვენი ჯანმრთელობისთვის! - ამ ლოზუნგით კლინიკა „ვივამედის“ექიმებმა ტრადიციული უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია,ამჯერად, გურიის რეგიონის მოსახლეობისთვის ჩაატარეს. სოფელ გომსა და შემოქმედში 2 დღის განმავლობაში პაციენტებს იღებდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, გინეკოლოგი, მამოლოგი, კარდიოლოგი. მოქალაქეებს ჩაუტარდათ მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევები, მამოლოგიური და ფარისებრი ჯირკვლის…
  • 55
    ვის შეუჩერებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაციას – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას ავრცელებს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ბრძანებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან 6 თვით ან და მეტი ვადით, უწყვეტად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, როგორც მოსარგებლეს[ბენეფიციარს] რეგისტრაცია შეუჩერდებათ. ამ მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პროგრამით რომ ისარგებლონ, ხელახლა მოუწევთ ამბულატორიებში დარეგისტრირება. შესაბამის…
  • 55
    გაიზომე არტერიული წნევა სწორად, აკონტროლე და იცხოვრე დიდხანს!2024 წელს, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში გურიის რეგიონში მიმდინარეობს პოპულაციაში მაღალი არტერიული წნევის გამოვლენის აქცია. აღნიშნული აქტივობა მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებითა და ქალაქების-ოზურგეთი, ლანჩხუთის, ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. გაზომვების თვე“ ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალურ კამპანიას საქართველო უკვე მერვედ…