ისრაელის მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ წამალს, რომელიც ადრე აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, კორონავირუსის წინააღმდეგ პირდაპირი ანტივირუსული ეფექტი აღმოაჩნდა.
მათ მიერ შექმნილმა ანტივირუსულმა პრეპარატმა შესაძლოა COVID-19 შეაჩეროს.
მათი თქმით, ინფიცირებული პაციენტები პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდნენ.
ფარმაცევტული კომპანიის თქმით, მედიკამენტმა კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა და 13 სექტემბერს კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით Helsinki Committee-ის მიმართა.
ლინიკური კვლევების მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, მომავალი თვიდან დაიწყება და მასში დაახლოებით, 150-მდე პაციენტი იქნება ჩართული. წინასწარი მონაცემებით, მეორე ფაზის კლინიკური კვლევები იგეგმება ესპანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.
Code Pharma–ს აღმასრულებელი დირექტორის, ზიონ აინის თქმით, შესაძლოა, ანტივირუსული პრეპარატის ავტორიზაციისთვის კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის დასრულებისთანავე მიმართოს შესაბამის ორგანოებს.
„პრეპარატმა კარგი ანტივირუსული ეფექტი აჩვენა, როგორც ლაბორატორიულ პირობებში, ასევე, ადამიანების პირველ კლინიკურ კვლევაში“, – განაცხადა პროფესორმა შლომო მააიანმა, ინფექციური დაავადებების განყოფილების დირექტორმა.
კვლევაში მონაწილეობა 18-დან 60 წლამდე ადამიანმა მიიღო.
„ჩვენ ვიხილეთ ვირუსის სრული აღმოფხვრა უჯრედების 90%-დან 100%-მდე 24 საათზე ნაკლებ დროში“, – აღნიშნა აინიმ.
იმის გამო, რომ კოვიდ ინფექციის გავრცელება გრძელდება მთელ მსოფლიოში, კომპანია მზად არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრეპარატის მასობრივი წარმოება დაიწყოს.
ამის შესახებ ინფორმაციას PIA.GE ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 48ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 42დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 36"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 34ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 34მრავალმხრივ წარმატებული და უკვე პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციის „შალომ კლუბ „გურიას“ საქმიანობის უფრო დეტალურად გაცნობის მიზნით, გასული კვირის სამშაბათს დაბა ჩოხატაურში ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს, ბატონ ზაურ ოსეფაიშვილს ვსტუმრობდით. ზაურ ოსეფაიშვილი - ბიზნეს ეკონომისტი, პედაგოგი, ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „MASHAV“-ის კურსდამთავრებული, BDC აკადემიის საპატიო პროფესორი, მუშაობდა გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის…