11 ივლისს,ბათუმში ათასობით ადამიანი „ევროპისდღეზე“ შეიკრიბა და ევროკავშირთან,მის წევრ–სახელმწიფოებთან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან და პარტნიორებთან ერთად,აღნიშნა მჭიდრო კავშირების დამყარება ინტერაქტიული გამოცდილების, შთამაგონებელი ისტორიებისა და კულტურული აქტივობებისგან შემდგარი ვრცელი პროგრამის მეშვეობით თემაზე „ჩემიევროპა, ჩემი მომავალი“.
სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ გამართულმა ევროპის დღემ წარმოაჩინა ევროკავშირსა
და საქართველოს შორის 30 წელზე მეტი ხნის პარტნიორობა და ხაზი გაუსვა სხვადასხვა სახის თანამშრომლობი სმნიშვნელობას. ეს თანამშრომლობა გრძელდება, აძლიერებს საზოგადოებას და ხელს უწყობს ქვეყანაში ცხოვრების გაუმჯობესებას.
ღონისძიების გახსნაზე წარმოთქმულ სიტყვაში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა არშ ეცვლილა, თუმცა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ევროკავშირის წესები შეცვლილა.ბათუმი არის ღია და მრავალფეროვანი ქალაქი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციასა და გამოცდილებას. ევროპის ძალაც მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობაა.სწორედ საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირი სწევრებისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უკვე თითქმის 80 წელია.მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც, ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია. 30 წელზე მეტია, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართუცვლელია. ამავდროულად, უცვლელია ჩვენი წესებიც. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას.ახლა კი, ოჯახის წევრებთ ან დამეგობრებთან ერთად, ისიამოვნეთ დღევანდელი დღით. ეს დღე გვახსენებს თუ რა გზა გავიარეთ აქამდე და რამდენს მივაღწიეთ ერთად. წინ საქართველოწინ!“, -განაცხა დაელჩმა.
ევროპის გუნდის (Team Europe)ინტერაქტიული სივრცის სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ევროპული იდეები, გამოგონებები და კრეატიულობა, რომლებმაც ევროპის ჩამოაყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს, კვალაც შთამაგონებელია მთელი მსოფლიოსთვის ინოვაციებიების თვალსაზრისით. გამოფენის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა წარმოადგინეს მაგალითები, თუ როგორ უწყობს ევროკავშირი ხელს ინვესტიციებს ბიზნესის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ინოვაციების, გარემოს დაცვის, კულტურისა და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერაში მთელ საქართველოში ინტერაქტიული გამოფენების, პრაქტიკული სემინარების, სააზროვნო დისკუსიებისა და ცოცხალი კულტურული აქტივობების მეშვეობით.
„ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“ ლაივ პოდკასტების სტუდია გახდა სივრცე საერთო ღირებულებებზე, შესაძლებლობებსა მომავალზე საუბრებისთვის, რომელმაც შეკრიბა სტუმრები და მსმენელები იმის განსახილველად, თუ რას ნიშნავს ევროპა საქართველოსთვის დღეს.
სტუმრებმა,ასევე, სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის აქტივობაში, მათ შორის ფოტოგრაფიის სემინარებში, ვირტუალურ მოგზაურობაში 20-ზე მეტ ევროპულ ქალაქში, მწვანე კუთხეში მიმდინარე მდგრადი განვითარების აქტივობებში, ევროკავშირის შესახებ „ცოდნის ბორბლით,“ბავშვთა თეატრით, ცოცხალი წარმოდგენებით და შემოქმედებითი სემინარებით ყველა თაობისთვის. მოხდა აქტივობების გაფართოვება და ჩატარდა გარე აქტივობები შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, და მათი ორგანიზატორი ევროკავშირის პარტნიორები იყვნენ. ამით კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართულობის შესაძლებლობები შეიქმნა.
11 ივლისის მთავარ ზეიმს წინ უძღოდა ევროპული კინოტურის დაწყება 10 ივლისს, აჭარაში, კინოთეატრ „კავეაგრანდმოლში“. ევროპული კინოტური 12 ივლისს აჭარიდან ჩოხატაურში, გურიაში გაგრძელდება და სხვა რეგიონებშიც გადავა, რათა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ქართული და ევროპული ფილმების ჩვენება მობილური კინოთეატში მოხდეს.

2026 წლის ევროპის დღე მარტივ, მაგრამ ძლიერ გზავნილსასახავდა: ევროპა მხოლოდ დანიშნულების ადგილი არ არის – ეს არის პარტნიორობა, რომელიც ყოველდღიურად შენდება ადამიანების, იდეებისა და შესაძლებლობების მეშვეობით.
განათლების, მეწარმეობის, ინოვაციების, კულტურის, გარემოსდაცვითი აქტივობებისა და რეგიონული განვითარების გზით, ევროკავშირი აგრძელებს ინვესტირებას საქართველოს მომავალში და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს.
„ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“ კამპანიის ფარგლებში, ევროპის დღე საქართველოს მოქალაქეებთან მიმდინარე საუბრის ნაწილია, რაც აჩვენებს, რომ ევროკავშირი კვლავ სანდო პარტნიორია, რომელიც ერთად უფრო აყვავებული, მდგრადი და კავშირებზე დამყარებული მომავლის მშენებლობას ისახავ სმიზნად.

მსგავსი სტატიები

  • 95
    რა ხდება ლევილის ქართულ მამულში გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია  „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის…
  • 95
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 95
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 94
    ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…
  • 91
    სახალხო დამცველი _მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…