4 აგვისტოს, სამხრეთ ტაილანდის ქალაქ სუნგაი-კოლოკში. „Golok Cup-ის“ მატჩის დროს უბედური შემთხვევა მოხდა – ტაილანდელი ფეხბურთელი მოედანზე მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, რის შედეგადაც კიდევ 12 ადამიანი დაშავდა.
უბედური შემთხვევის მსხვერპლი 24 წლის სოფუან ავაეა, რომელიც ტაილანდის რანგით მესამე დივიზიონის კლუბში თამაშობდა. მას მეხი დაახლოებით 17:30 საათზე, მატჩის მიმდინარეობისას დაეცა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს სინათლის კაშკაშა ზოლი, რომელიც საჯარიმო მოედნის შიგნით ეცემა. სუნგაი-კოლოკის პოლიციის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფეხბურთელის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა, თუმცა ავაე მძიმე დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
LEADER-SPORT
მსგავსი სტატიები
- 68
- 68
- 67
პოლონეთში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სარკინიგზო ავარია პოლონეთის ქალაქ როგოზნოს მახლობლად მოხდა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. სახანძრო სამსახურის ცნობით, როგოზნოდან პოზნანისკენ მიმავალ მატარებელს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც, მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, ხოლო სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა - 66თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ბალიკესირის პროვინციაში. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ბალიკესირის პროვინციის სინდირგის რაიონში ერთი შენობა ჩამოინგრა.
- 66


