ანზორ ერქომაიშვილი (დ. 10 აგვისტო, 1940, ბათუმი, საქართველოს სსრ — გ. 31 მარტი, 2021, თბილისი[1]) — ქართველი მუსიკოსი, პოლიტიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნების მუშაკი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).
დაიბადა დავით ერქომაიშვილისა და ეთერ გორდელაძის ოჯახში. იყო თვითნასწავლი მომღერლის, არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილი. არტემისვე რჩევით მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, ჩააბარა კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.
1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ გაემგზავრა საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. 1972–1975 წლებში რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა (1972, მოსკოვი). გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“.
2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან. 2009 წლიდან შეწყვიტა საკანონმდებლო საქმიანობა და გახდა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება,[2] დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2020).
ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“ (1980), „შავი შაშვი ჩიოდა“ (1988).
გარდაიცვალა 2021 წლის 31 მარტს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად.[1] დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.[3]
მსგავსი სტატიები
- 66
ფოტო: მთისპირის საჯარო სკოლა და გიორგი ბერეჩიკიძე, ტრენერი არაფორმალური საგანმანათლებლო სწავლების მიმართულებით, განახლებადი ენერგიების, გარემოსდაცვისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგ კურსი, რომელიც სპეციალურად მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების უფროსკლასელთათვის შეიქმნა, წელსაც გრძელდება. ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამის პროექტების მიმართულებით ეს ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა, რომელიც კომპანიის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების… - 662024 წლის 15 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირისა (38 მოსწავლე) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას (13 მოსწავლე) საჯარო სკოლების (8, 9, 10, 11, 12 კლასი) მოსწავლეები ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ეწვივნენ. ექსკურსია, ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩატარდა. ტრენერებმა, ხათუნა იოსავამ და გიორგი ბერეჩიკიძემ, მთელი წლის მანძილზე სკოლის სივრცეში განახლებადი ენერგიებისა…
- 64
გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის… - 62
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 61
ავტორი: თემურ მარშანიშვილი 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, აქ არანაირი ახალი მშენებლობა თუ რენოვაცია არ განხორციელებულა. 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, თანახმად ხელშეკრულებისა, გამორიცხული არ არის, რომ მამული ჩამოგვერთვას. 2024 წლის ნოემბერში, ოზურგეთში ერთი უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა: ავთანდილ ბერიშვილის წიგნის „ნაგომარიდან ლევილამდე“ ფოლკლორის ცენტრში გამართულ პრეზენტაციას…