მადლობა ჩვენი გმირების დაფასებისთვის ❤️
აი, რას წერს საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას მეუღლე ხათუნა ხუხუნაიშვილი სოციალურ ქსელში:
16 აგვისტოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა გმირთა სახელობის საფეხბურთო ტურნირი, რომელიც წელს მიეძღვნა საქართველოს ეროვნულ გმირს, ჩემს მეუღლეს — ზაზა დამენიას.
მინდა, მთელი გულით და უდიდესი მადლიერებით მადლობა გადავუხადო ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდს (Veterans Charitable Foundation / ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდი), „ვიტ ჯორჯიას“, ტურნირის ორგანიზატორებს, მხარდამჭერებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ღირსეულ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა❤️
გასულ წელს ეს ტურნირი მიეძღვნა საქართველოს კიდევ ერთ დიდ ეროვნულ გმირ გიორგი ანწუხელიძეს, წელს კი პატივი მიაგეს ჩემი მეუღლის, ზაზა დამენიას ხსოვნასა და გმირობას
როგორც მეუღლისთვის და ჩვენი ოჯახისთვის, ძნელია სიტყვებით გადმოვცე, რას ნიშნავს იმის დანახვა, რომ ამდენი წლის შემდეგ, სამშობლოდან ასე შორს, კვლავ ახსოვთ ზაზას სახელი, აფასებენ მის თავგანწირვას და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას. ეს ჩვენთვის უდიდესი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატულებაა❤️
განსაკუთრებით მადლიერი ვარ ჩვენი ოჯახისადმი გამოჩენილი თანადგომისა და ფინანსური დახმარებისთვის
ასეთი მხარდაჭერა ჩვენთვის მხოლოდ მატერიალური დახმარება არ არის — ეს არის ადამიანური სითბო და იმის დასტური, რომ ჩვენი გმირების ღვაწლი არ დავიწყებულა და მათი ოჯახები მარტო არ რჩებიან.
განსაკუთრებული მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, რომელმაც ამ ტურნირში მონაწილეობით თავისი წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში, თქვენი მონაწილეობით გაცილებით მეტი გააკეთეთ ვიდრე ფეხბურთის თამაში — კიდევ ერთხელ გააცოცხლეთ ჩვენი გმირების სახელები და მათ ოჯახებს აგრძნობინეთ, რომ მათი თავგანწირვა ერს ახსოვს❤️
მადლობა ქართველ ვეტერანებსა და ქართულ დიასპორას ამერიკაში, რომ სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მოშორებითაც აგრძელებთ ჩვენი ეროვნული ღირებულებების დაცვას, ქართველების გაერთიანებას, გმირების სახელების უკვდავყოფასა და მათი ოჯახების გვერდით დგომას. ❤️
როგორც ვიცი, ეს კეთილი და ღირსეული საქველმოქმედო საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება და სხვა გმირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერასაც მოემსახურება, მთელი გულით გისურვებთ, რომ ეს ტრადიცია არასოდეს შეწყდეს.
გმირები ცოცხლობენ მანამ, სანამ ერს მათი სახელები ახსოვს.
მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ზაზას სახელი გახსოვთ❤️
მადლობა ჩვენი გმირების დაფასებისთვის, მათი სახელების უკვდავსაყოფად გაწეული ძალისხმევისა და ჩვენი ოჯახის გვერდით დგომისთვის. ❤️
ზაზა დამენიას სახელი და გმირობა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში და საქართველოს ისტორიაში.
დიდება ზაზა დამენიას!
დიდება საქართველოს გმირებს! ❤️

მსგავსი სტატიები

  • 81
    ცნობილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი გარდაიცვალაგარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“  ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის  „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75…
  • 80
    დღეს ანზორ ერქომაიშვილი 85 წლის იქნებოდადღეს ანზორის დაბადების დღეა ... და რა უნდა ინატრო კაცმა უფრო დიდი, თუ არა, როცა შენი გარდაცვალების შემდეგ , შენი ნაცხოვრების გამო, შენი სახელის ხსენებას გვარის დამატება არ ჭირდება ... აცხონოს ღმერთმა სამაგალითო კაცი..წერს ოზურგეთელი ზურაბ თოიძე სოციალურ ქსელში და მის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტსაც გთავაზობთ:  ,,…
  • 79
    დღეს, კაპიტან-ლეიტენანტ თეიმურაზ ჭიტაძის დაბადების დღეა.დღეს ჩვენი დროის გმირის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული, კაპიტან-ლეიტენანტ თეიმურაზ ჭიტაძის დაბადების დღეა. „თეიმურაზ ჭიტაძე წოდებით კაპიტანი იყო. ფოთის სამხედრო საზღვაო ბაზაზე მსახურობდა. ფოთის პორტის დაბომბვისას კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. მაკა დარბაიძე, მეუღლე: „პირველი შვილი იყო. 1979 წლის 30 მაისს, სოფელ გურიანთაში დაიბადა. ორი ძმა ჰყავს. საშუალო სკოლაც…
  • 79
    ოზურგეთს კარგი კაცი დააკლდაახალი წლის წინა დღეებში  ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _  გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
  • 79
    უნიკალური ფოტოავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…