პარტია „ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კვლავ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა _ამის შესახებ ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს.
რაც შეეხება ე.წ. პროფესიულ წევრებს, მდინარაძის თქმით, უმრავლესობის მხარდაჭერა ამ შემთხვევაში გია ცაცაშვილს და მაია ზარიძეს ექნება.
„ცესკოსთან დაკავშირებით, ჩვენ კვლავ მხარს დავუჭერთ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას თავმჯდომარის პოსტზე. რაც შეეხება გია ცაცაშვილს და მაია ზარიძეს, ამ ადამიანებსაც ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა”, – აღნიშნა პარტიაში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ.
პარლამენტი 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ ე.წ. პროფესიულ წევრს აირჩევს. მათი არჩევა კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია ასახული.
კანონმდებლებს შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ პირველი თებერვლის სხდომაზე უნდა მიეღოთ, თუმცა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი ე.წ. პროფესიული წევრის არჩევა მომდევნო პლენარული სხდომების კვირისთვის გადაიდო, რის მიზეზად საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კოვიდით ინფიცირება და ამის გამო კვორუმის პრობლემა დასახელდა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილი არიან – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამართული მოსმენის შედეგად, მმართველმა გუნდმა მხარდაჭერა ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოქმედ თავმჯდომარეს – გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ჯერ კიდევ მოქმედ წევრებს – მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს გამოუცხადა.
გასული წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევა ხმათა 2/3-ის ნაცვლად, უბრალო უმრავლესობით მოხდა, არჩეული კანდიდატები თანამდებობას კვლავ ექვსი თვის ვადით დაიკავებენ, ნაცვლად ხუთი წლისა.
ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს პროფესიულ წევრებს მაია ზარიძეს და გია ცაცაშვილს, რომლებიც პარლამენტმა გასული წლის 2 აგვისტოს აირჩია, უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა ამოეწურათ.
მსგავსი სტატიები
- 61დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 49ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 48გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 47სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 45ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…