ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში წერტილოვანი შეზღუდვები არაეფექტურია.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველოში ვაქცინის გაზაფხულამდე მიღების პერსპექტივა არ არსებობს, ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ სრული „ლოქდაუნია“.
„ქვეყნების ნაადრევი გახსნა შესაძლოა სავალალო იყოს, რადგან ჩვენ არ ვიცით, როგორ იქცევა ეს ვირუსი. ვაქცინა ქვეყანაში ახლო მომავალში არ და ვერ შემოვა გარკვეული მიზეზების გამო. გვაქვს მხოლოდ ძირითადი საშუალება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა ყველგან. მე წერტილოვანი შეზღუდვების თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია განახორციელო მხოლოდ მაშინ, როცა ვირუსის წერტილოვანი შეზღუდვა გაქვს და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით,
ვენთან რომ 6 კვირა მაინც ყოფილიყო სრული ჩაკეტვა, შესაძლოა ახალი წელიც ყოფილიყო ადამიანური. ეს ჰგავს იმას 6 ფანჯრიდან 5 რომ დაკეტო და 1 ღია დატოვო, იქიდან ხომ მაინც შემოვა სიცივე. სწორედ ასეთია წერტილოვანი შეზღუდვების არსიც. ქვეყანა 6 კვირით სრულად უნდა დაიკეტოს, წერტილი. სხვა გზა არ არსებობს. სამწუხაროდ, საქართველოში დარჩა მხოლოდ სრული „ლოქდაუნი“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ სატელევიზიო ინტერვიუში.
როგორც მან განმარტა, მთავრობამ ვაქცინაციის გეგმაზე უნდა იმუშაოს, რათა ჯანდაცვის ორგანიზაციის დამტკიცების შემდეგ კორონავირუსზე მოსახლეობის აცრა დროულად დაიწყოს._ამ ინფორმაცის PIA.GE ავრცელებს.
დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 180 441 და გარდაცვლილია 2 094 პაციენტი.
მსგავსი სტატიები
- 50რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 48ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 45"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 44საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 4228 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…