დღეს, გარემოსდაცვით სათემო ორგანიზაცია „ეკოსთან“ ერთად მდინარე ნატანების აუზში ინერტული მასალების მოპოვების პროცესი მოვინახულეთ. ვნახეთ სუფსა-ქობულეთის მაგისტრალის მშენებლობის პროცესი. „ეკომ“ გვერდზე „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“შემდეგი პოსტი გაავრცელა:
„არ ვართ შენების წინააღმდეგი, მაგრამ აშენო ერთი და გაანადგურო მდინარეები ეს არაა საქმე.
პირიქით განუკითხაობა და კორუფციის ჭაობია.
გარდა იმისა რომ გარემოსდაცვითი კანონმდებლობა უგუველყოფილია და ვაოხრებთ მდინარეებს, საინფორმაციო ვაკუუმში გვამყოფებს საქართველოს მინერალური რესურსების სააგენტო და გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდის.
დღეს ისევ ჩავედით მდინარე ნატანებზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერია-გურიანთის საზღვარზე, საიდანაც დღეში 300-400 სატვირთო გადის. თითოეულ სატვირთოს საშუალოდ 18 კბ მეტრი ღორღი გააქვს.
სუფსა-ქობულეთის მეხუთე კილომეტრზე იცლებიან, ნაწილი იქვე სოფ. ნატანების სატეხზე შედის.
არის ჯერ კიდევ დაუზუსტებელი სკანდალური ინფორმაციები, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ.
მდინარე ნატანები ზღვიდან 20 კმ ზოლშია, აქ მოპოვების კანონიც შეიცვალა თურქული კომპანია “პოლატისთვის”, შარშან სექტემბერში 1 მლკბ მეტრი ღორღი გაიტანეს, ნებართვა წიაღის მოპოვებაზე პრემიერ ღარიბაშვილმა გასცა.წელს ისევ დაბრუნდნენ და მიმდინარეობს სრული ტაციობა.
ჩვენ ამ პრობლემას უახლოეს დროში კვლავ მივუბრუნდებით, ყველა კანონიერ ბერკეტს გამოვიყენებთ რომ ნათელი გახდეს საზოგადოებისთვის როგორ ნადგურდება, იღუპება ეკოსისტემა. რა კანონდარღვევებზე ხუჭავს თვალს სახელმწიფო ინსტანციები.
როგორ ვცდებით როცა ვდუმთ, არ გვაღელვებს, არ ვიცავთ ეკოსისტემას, თვალს ვხუჭავთ უკანონობაზე. ასე მტერი ექცევა ქვეყანას, მტერი.“
მსგავსი სტატიები
- 47რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 46ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 4528 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 43საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 43კარიერების თემა დროებით მიეფარა საზოგადოების თვალსაწიერს. არადა, მდინარეების აუზში კვლავ ინტენსიურად ხდება ქვიშა-ხრეშის მოპოვება, მდინარე სუფსაზე ზოგიერთ მონაკვეთი ისეა აოხრებული, მდინარის ფსკერიც კი ამოუღიათ. მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შედეგად დაზიანებულია ოზურგეთი-ჯუმათი-გულიანის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. გასულ ხუთშაბათს სოფელ ოზურგეთის გადასახვევიდან ვიდრე ე.წ. „ძაღლების თავშესაფრამდე“, 5 წუთის განმავლობაში 15 მძიმედ დატვირთული ავტომანქანა დავაფიქსირეთ,…