კოვიდდადებითი პაციენტების გახშირებული შემთხვევების გამო, გასული კვირის პარასკევიდან სასწავლო პროცესი 2 კვირის ვადით შეჩერდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის: ნიგოითის, ჩოჩხათის, ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში: სკოლებსა და ბაღებში.
შრომის საჯარო სკოლის დირექტორის რუსუდან ცეცხლაძის თქმით, სკოლაში პარასკევიდან სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლაში სწავლება ონლაინ რეჟიმში გადავიდა.
პარასკევს ვესაუბრეთ სოფელ შრომის საექიმო უბნის ექიმს ირმა რობაქიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ სოფელში „KOVID 19“ _ით ორი ქალბატონი, 60 წლის დ.ხ. და 50 წლის ჟ.თ გარდაიცვალა. ამან განაპირობა სოფელში სასწავლო პროცესის შეჩერება და ვაკისა და ხრიალეთის უბანში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ მოსახლეობის მასიური გამოკვლევა.
ირმა რობაქიძის თქმით ხრიალეთში ტესტირებული 75 ადამიანიდან ყველა კოვიდუარყოფითია. ანალოგიურია ვაკის უბნშიც. აქ 67 ადამიანს ჩაუტარდა ტესტი.
ამჟამად საექიმო უბანი სოფლის ცენტრში, ყოფილი შემსალაროს შენობაშია გადასული, რომელიც შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს. აქ 22 ადამიანი გაისინჯა..სამწუხაროდ 2 ბავშვს, შესაბამისად 2 და 3 წლის ასაკის -კოვიდდადებითი აღმოჩნდა
ირმა რობაქიძემ ასევე გვითხრა, რომ ეს ბავშვები საბავშვო ბაღებში არ დადიოდნენ და ამდენად სხვა ბავშვებზე ვირუსის გადაცემის საშიშროება არ არის.
მსგავსი სტატიები
- 53რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 5128 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 51ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 49"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 49საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…