ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციას მოსახლეობასთან ერთად გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები უერთდებიან. აქციაზე გურიის დელეგაციის დიდი ჯგუფი იმყოფება.

მათი ოთხი ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა წარმოადგენს.

_ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს მთავრობის განკარგულება, რომელიც რიონის ხეობის გადაცემას გულისხმობს უცხოელი ინვესტორის ხელში. მეორე მოთხოვნაა, გაწყდეს ხელშეკრულება კომპანია „ენკასთან“. მესამე, რომ 2015 წლიდან გაცემული ყველა დოკუმენტაცია გაბათილდეს და საბოლოოდ, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, – აღნიშნა რიონის ხეობის მკვიდრმა, ვარლამ გოლეთიანმა.

_ჩვენ რიონის ხეობის დამცველთა გვერდით ვართ. აქ საქართველოს მომავლის ბედი წყდება_-გვითხრა გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძემ.

 

მსგავსი სტატიები

  • 56
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 55
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 53
    „მომწურდი საოცარი ძალით“                            წერილი ოცდამესამე-ოცდამეოთხე ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1981 წლის თებერვლიდან ოთხი თვის განმავლობაში, მაისის ბოლომდე ანსამბლის «მუსიკის» თანხლებით ჩვენ ჩავატარეთ კონცერტები ქ. მოსკოვის ყველა დიდ საკონცერტო სცენებზე! ადმინისტრატორ მუზა პეტროვნა აფანასიევას შეფასებით ჩვემა ანსამბლმა თავისი პროგრამით, შესრულების დონით…
  • 52
    „მომწყურდი საოცარი ძალით“    ავტორი გია ბეშიტაიშვილი                                                                                         წერილი მეცხრე-მეათე…
  • 50
    „მომწყურდი საოცარი ძალით“  ოცდამეშვიდე-ოცდამერვე  წერილი როცა 1983 წლის იანვარში მოსკონცერტის დირექტორმა კონსტატინ ბულგაკოვმა მოსკოვის საპასპორტო სამართველოსაგან უარი მიიღო, ჩემი ოჯახის მოსკოვში ჩაწერაზე, გადაწყვიტა ჩვენი, გოგის და ჩემი წარდგენა რუსეთის სახალხო არტისტების წოდებაზე! ყველა საჭირო საბუთები: ოფიციალური დახასიათებები, შუამდგომლობები იქნა გადაგზავნილი რუსეთის კულტურის სამინისტროში და ამავე დროს მოსსოვეტის კულტურის მთავარ აღმსრულებელი სამართველოს ხელმძღვანელთან…