ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა იმ ქალაქის სახე და სავიზიტო ბარათია, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე.

ფონდი „ქართუს“ დახმარებით, თეატრი 2021 წელს სრულიად რეაბილიტირებული შეხვდა. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი ვასილ ჩიგოგიძე ამბობს, „გურიას და ქართულ თეატრს ლამაზი სიზმარი აუხდა“.

 

შენობა, რომლის რეაბილიტაციაშიც ამდენი წელი და რესურსი გაიხარჯა, 1961 წელსაა აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსითაც სარგებლობს.

მე-60 წელი მშვენიერი სიმბოლო აღმოჩნდა მის საიუბილეო აქტივობაზე სამუშაოდ. იუბილისთვის შექმნილი ვიზუალური იდენტობა ლოგიკურად პასუხობს თეატრის განახლების პროცესს.

 

გარდა იმისა, რომ თეატრი ტერიტორიულად ახლოა ჩემს სახლთან, მის სცენაზე გამოსვლაც მოვასწარი ჯერ კიდევ ბავშვობაში. 7-8 წლისა  პირველ ხმას ვასრულებდი მიხეილ შავიშვილის ფოლკლორულ ანსამბლში.

სწორედ ბავშვობაში მიღებული ემოციების ანარეკლია ყველა ის მუხტი და ჟინი, რომელიც ამდენი წლის შემდეგ ისევ აინთო და მოსვენებას არ მაძლევს.

 

მსგავს თემაზე მუშაობის მხნეობას მიმატებს ისიც, რომ 1988 წელს თეატრისთვის დამზადდა საიუბილეო სამახსოვრო მედალი, რომელსაც დღეს უკვე მისივე მუზეუმი ინახავს.

სხვადასხვა სიმბოლოზე მუშაობისას ხშირად მაქვს შინაგანი განწყობა ამბიგრამული სიმბოლოს შექმნის (გამოსახულება, რომელიც სხვადასხვა მხრიდან ერთნაირად იკითხება) და ამის რამდენიმე მაგალითიც მაქვს, მათ შორის „ვეგან“ – ლოგოტიპი ვეგანური მარკეტისთვის.

ხელწერა, ჩვევა თუ სტილი, რომელიც პროფესიონალი არტისტის ნამუშევრებში შეიძლება ამოვიკითხოთ, ხშირად ქვეცნობიერში დალექილიდანაა ნასაზრდოები.

სწორად ამ შთგონებას მიჰყვება ხოლმე გონება შემოქმედებით პროცესში. როგორც იქნა მივაგენი საწყის წერტილს, საიდანაც ჩემი ამბიგრამებით აღფრთოვანება დაიწყო: თეატრის შესასვლელში მისი აშენების თარიღი 1961 ზუსტად ამბიგრამის სახითაა დატანილი 1961.

 

 

სულ რამდენიმე წლის ვიყავი, მიჭირს გავიხსენო რა ღონისძიება იყო, მახსოვს მშობლებმა მიმიყვანეს და მაშინ ვნახე პირველად. ქვეცნობიერში წლების წინ აღბეჭდილი „კოდის“ აღმოჩენის გარდა, ისიც მხიბლავს, თუ როგორ შემოქმედებითად მიუდგა ავტორი აღნიშნულ თარიღს: იგი ისეა დატანილი შენობის შესასვლელში, რომ სტუმარს თეატრიდან გამოსვლისასაც სრულფასოვნად ახსენებს თავს. უფლება არ მქონდა, სხვისი ეს ნაფიქრი დამეიგნორებინა, მეც ხო „ორივე მხრიდან“ მაქვს თეატრი ნანახი

გარდა პასუხისმგებლობისა, ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას უამრავი მასალის გაცნობა, ინფორმაციის აგროვება, სკეტჩები და ვერსიებია საჭირო. მშვენიერი სიმბოლოა ისიც, რომ სწორედ 1961 წელს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიხეილ შავიშვილსაც, რომელიც ჩემი საწყისი ლინკია შემოქმედებით გურიასთან. 1961 წლის საკრალურობა განუყოფელი და ორგანულია როგორც თვით თეატრისთვის, ისე ჩემი შემოქმედებისთვის

შედეგად შეიქმნა სიმბოლო, რომელშიც გაერთიანებულია:

  • ტრაგედიისა და კომედიის ნიღბები;
  • შენობის აშენების თარიღი 1961 (შენარჩუნებულია ამბიგრამის პრინციპი);
  • სასცენო ფარდები.

პრაქტიკულად, ესაა ვიზუალი, რომელშიც გურული ლაკონიურობით, მინიმალისტურადაა თავმოყრილი თეატრის იდენტობისთვის განუყოფელი სიმბოლოები. გამოსახულება, რომელიც მზადაა საიუბილეო წლის განმავლობაში (და მის შემდეგომაც) ხელი შეუწყოს ოზურგეთის თეატრის პოზიციონირებასა და პოპულარიზაციას შიდა და საერთაშორისო ასპარეზზე.

 

ირაკლი დოლიძე,

სარეკლამო სააგენტო idolize-ის დამფუძნებელი.

idolize.ge

მსგავსი სტატიები

  • 84
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 75
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 74
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 73
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 73
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…