ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახდა. ის უკვე შეხვდა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი შარაბიძეს და თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა.

_„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ პროექტისა თუ საქმიანობის შესახებ, რომელიც დაიგეგმა და მიმდინარეობდა იმ პერიოდში, როდესაც მე ვასრულებდი თავმჯდომარის მოვალეობას. განვიხილეთ ყველა საკითხი, მომავალი გამოწვევები. ვუსურვებ მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“,_განაცხადა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

_ „გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ მიმდინარე აქტივობებისა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ საქმიანობებზე. მე უკვე ვერთვები ყველა იმ  აქტივობაში, რომელიც დაგეგმილი იყო. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ სარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევებზეც.  მე გიორგი შარაბიძეს გავუზიარე ჩემი ხედვა გამჭვირვალობის საკითხებისა და იმ ამოცანებზე, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, მათ შორის არის უწყვეტი ინკლუზიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება ამომრჩევლებისთვის, ქვემდგომი კომისიების კომპეტენციების საკითხის გაძლიერება/განვითარება და ინკლუზიურობის და ჩართულობის ხარისხის მაქსიმალური ზრდა“, _ აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი კალანდარიშვილმა თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა დღეიდან დაიწყო. საქართველოს პარლამენტმა ის გუშინ, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე აირჩია.

გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2008 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. ამ დრომდე ის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტ ხელმძღვანელობდა. ის არის საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი.

პროფესიით იურისტი გიორგი კალანდარიშვილი არაერთი საერთაშორისო სასწავლო კურსის წარმატებული მონაწილე იყო, მას მიღებული აქვს განათლება საარჩევნო, სამართლებრივ, გენდერულ, საარჩევნო ტექნოლოგიებისა და კიბერ ჰიგიენის, ეფექტური საჯარო მენეჯმენტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, პერსონალური მონაცემების დაცვის  და სხვა საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილს ასევე აქვს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება. საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ჩართული იყო როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებში.

აღსანიშნავია, რომ  ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს. დღევანდელ სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, ცესკომ თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრებიდან აირჩია. პ/გ „ლელო საქართველოსთვის“ მიერ ცესკოში დანიშნულ გიორგი სიორიძეს ხმა კომისიის 15-მა წევრმა მისცა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

მსგავსი სტატიები

  • 71
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 69
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 56
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 56
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…
  • 55
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…

არ გამოტოვოთ