დღეს, სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში გამართულ შეხვედრაზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად ავთანდილ თალაკვაძე წარადგინა.

ქვეყნაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე,  განათლების დარგში, სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კუჭავამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ავთანდილ თალაკვაძემ მადლობა გადაიხადა დიდი ნდობისთვის,  ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე.

_გურიას განსაკუთრებული პოლიტიკური კულტურა გამოარჩევდა მუდამ და ჩვენ კვლავ გავაერთიანებთ ყველას. მე, რაც ცოდნა დავაგროვე, ყველას მოვახმარ ჩემს ქალაქს. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, _ თქვა ავთანდილ თალაკვაძემ და  შეკრებილთა წინაშე და ქ. ოზურგეთში და გაერთიანებულ სოფლებში პარტია „ქართული ოცნებიდან“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა აქ შეკრებულ საზოგადოებას: ლელა საჯაია,ნინო ნადირაშვილი, დავით მდინარაძე, ვახტანგ ნიჟარაძე, ბექა თოიძე, გიორგი ჩაგანავა,გოგიტა ართმელაძე, თამაზ ტუღუში, ტარიელ (გელა) აროშიძე, დავით ჭაკნელიძე, ნინო მახარაძე, ტიტე მგელაძე, პაატა კიღურაძე, მარიკა ჩხიკვიშვილი, ნუგზარ სარჯველაძე.

ავტორი: გაზეთი „ალიონი“

 

მსგავსი სტატიები

  • 58
    შობა-კალანდა გურიაში(გაგრძელება. დასაწყისი იხ.  https://alion.ge/2025/12/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99/)                                            კალანდა გურიაში ახალ წელს კალანდას უწოდებენ და მას თოფების გასროლით ხვდებიან., სიტყვა  კალანდა ლათინური სიტყვა კალანდედან  წარმოდგება და თვის პირველ რიცხვს ნიშავს. კალანდის შესახვედრად აუცილებელი…
  • 57
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                  ოცდამეხუთე-ოცდამეექვსე წერილი 1981 წლის ოქტომბრიდან ანსამბლ «მუსიკასთან» ერთად ჩვენ კონცერტებით მოვიარეთ რუსეთის დიდი ქალაქები: სვერდლოვსკი, ჩელიაბინსკი, კურგანი, მაგნიტაგორსკი, ჩიტა! ნოემბრის თვიდან ვიყავით გასტროლებით თურქმენისტანში, ბელორუსიაში, ქ. როსტოვში. დავბრუნდით მოსკოვში და მაქსიმ გორკის სახელობის პარკში 23-დან 26-ის ჩათვლით ჩავატარეთ დღეში ორ-ორი კონცერტი.…
  • 57
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 53
    „მომწურდი საოცარი ძალით“                            წერილი ოცდამესამე-ოცდამეოთხე ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1981 წლის თებერვლიდან ოთხი თვის განმავლობაში, მაისის ბოლომდე ანსამბლის «მუსიკის» თანხლებით ჩვენ ჩავატარეთ კონცერტები ქ. მოსკოვის ყველა დიდ საკონცერტო სცენებზე! ადმინისტრატორ მუზა პეტროვნა აფანასიევას შეფასებით ჩვემა ანსამბლმა თავისი პროგრამით, შესრულების დონით…
  • 53
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                     ოცდამეცხრე-ოცდამეათე წერილი ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1983 წლის სექტემბრიდან ოჯახის გადაწყვეტილებით და მამის თხოვნით, ჩვენი ბავშვები ტატიანასთან ერთად კიდევ ერთი წლით დარჩნენ მახარაძეში. იამ და მანანამ სწავლა გააგრძელეს მახარაძის რუსულ სკოლაში. პატარა კაკო მაშინ იყო ოთხი წლის! მინდა გავიხსენო ერთი მაშინდელი…