ალმათში, სადაც რამდენიმე დღეა არეულობაა, სროლა დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ალმათში სამხედროებმა დემონსტრანტებს რესპუბლიკის მოედნის დატოვება ხმამაღლა მოსთხოვეს და გააფრთხილეს, რომ დაიწყებდნენ სროლას.
„ყველამ დატოვეთ მოედანი, ვხსნით ცეცხლს – გაისმა ხმამაღლა”, – წერს მედია.
თვითმხილველთა ინფორმაციით, სამხედროები არეულობის წამქეზებლებსა და მანქანებს ესვრიან.
„15 წუთია ცეცხლი არ ჩამქრალა მოედანზე, იარაღით ესვრიან მოედანზე გამოსულებს, ესვრიან მანქანებს. დაჭრილები ნამდვილად არიან. გარდაცვლილებთან დაკავშირებით კი არ ვიცი, მათთან მიახლოება შეუძლებელია“, – აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
სხვა თვითმხილველების ინფორმაციით, სროლის შედეგად არიან გარდაცვლილები.
RIA Novosti-ს ცნობით შეტაკებების შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი, ძალოვანები. 748 -ს სხხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული. 2980 ადამიანი დაკავებულია, თუმცა გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცდა, რომ მათ არ აქვთ ცნობა პოლიციელების დაღუპვის შესახებ.
Sputnik Казахстан-ის ცნობით ალმა ათაში ტელემაუწყებლობა შეწყდა. არ მუშაობს ინტერნეტი. არეულობის შედეგად განადგურდა ყაზახეთის კინოს ოქროს ფონდი. ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ალმა ატაში და მანგისტანის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მსგავსი სტატიები
- 54მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
- 51ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 49საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 49"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 47დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…