დღეს, საქართველოს ქალთა პირველობაზე ფეხბურთში, „ლანჩხუთმა“ სტუმრად, თბილისის „კვარტალი“ 1:5 დაამარცხა.
გოლები დანელია 25,62; მიქაბერიძე 48; სულაშვილი 79,85,89.
„ლანჩხუთს“ 24 ტურის შემდეგ (21 მოგება, 3 წაგება, ბ/შ 132:13) 63 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში II ადგილზეა.
„ლანჩხუთი“ მომდევნო 2 მატჩს სტუმრად გამართავს. 8 ნოემბერს „ბათუმს“, ხოლო 11 ნოემბერს, თბილისში, უშუალო კონკურენტს „ნიკე ლუსოს“ შეხვდება.
ერთობლივი ფოტო „ლანჩხუთისა“ და „კვარტალის“ ქალმა ფეხბურთელებმა მატჩის წინ გადაიღეს. „როცა სათქმელი ბანერის გარეშეც გასაგებია – მადლობა ქსკ კვარტალს სოლიდარობისთვის“_წერს ქსკ „ლანჩხუთი“.
მსგავსი სტატიები
- 82
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 79
- 78
ქალთა ეროვნულ ლიგაში საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ სტუმრად „რაჭას“ შეხვდა და ანგარიშით 3:6 დაამარცხა. გათამაშების ლიდერმა „ნიკე ლუსომ“ უიმედო აუტსაიდერს „ნორჩ დინამოელს“ უმასპინძლა და 0:25 დაამარცხა. 10 ტურის შემდეგ „ნიკე ლუსო“ (9 მოგება, 1 ფრე, ბ/შ 0:79) 28 ქულით ლიდერობს, „ლანჩხუთს“ (8 მოგება, 2 ფრე, ბ/შ 67:8) 26 ქულა აქვს და… - 78
საქართველოს პირველობაზე ქალთა ფეხბურთში (უმაღლესი ლიგა) „ლანჩხუთმა“ მე-3 ტურის მატჩში „კვარტალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 9:1 დაამარცხა. გათამაშებას 9-9 ქულით „ნიკე ლუსო“ და „ბათუმი“ ლიდერობენ. „ლანჩხუთი“ 6 ქულით (2 მოგება, 1 წაგება, ბ/შ 13:5) მესამე პოზიციაზეაა. „ლანჩხუთი“ მე-4 ტურში „თეთრი წყაროს“ უმასპინძლებს. - 78საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ფეხბურთში, ქალთა უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის გათამაშებას „ლანჩხუთი“ ლიდერობს. მათ თბილისში ანგარიშით 4:1 დაამარცხეს თბილისი „კვარტალი“, რომელიც 7 ტურის შემდეგ გათამაშებას ლიდერობდა. ამჟამად „ლანჩხუთს“ (6 მოგება, 2 წაგება, ბ/შ 19:4) 18 ქულა აქვს, ხოლო „კვარტალს“ 16 (5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 19:10). მესამე ადგილზე „ნიკე…
