საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინა. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, ნათია თურნავას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იგი გუნდის წევრად რჩება.

„ ლევან დავითაშვილს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს მას, მის საქმიანობას. ლევანი იყო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის წარმატებული მინისტრი. იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში. ლევანი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად. იგი არის განათლებით ეკონომისტი, ძალიან კარგი განათლება, ცოდნა აქვს და ძალიან კარგი გამოცდილება აქვს დაგროვილი ახლა უკვე და მჯერა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წარმატებული მინისტრი იქნება. ამავდროულად, ლევანი არის ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, შეუნარჩუნდება ეს თანამდებობაც. რაც შეეხება ქალბატონ ნათია თურნავას, მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით, მადლობა ვუთხრა მას გაწეული სამსახურისთვის, ქალბატონი ნათია 3 წელი იყო მინისტრი. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა სამინისტროში, ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი და რა თქმა უნდა, რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ნათიას აქვს თავისი გეგმები, თავისი ხედვები, თავისი სურვილი ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ მოგვიანებით. მინდა, მას მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ და წარმატება ვუსურვო,”_ აღნიშნა პრემიერმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე მთავრობის მეთაურმა ოთარ შამუგია წარადგინა, რომელსაც სამინისტროში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს და დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას და გარემოს დაცვას.

„რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, წარმოგიდგენთ ბატონ ოთარ შამუგიას, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო. ბატონი ოთარის შესახებ მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ვუთხრა საზოგადოებას – ოთარი არის დევნილი სოხუმიდან. ის დაიბადა და გაიზარდა სოხუმში, ასევე სკოლა დაამთავრა სოხუმში. შემდეგ დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი, პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. მან დეტალურად იცის, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება. კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას ჩვენს მინისტრებს, ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიმართულებით მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან და ბევრ სიახლეს წარვუდგენთ საზოგადოებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ახლად დანიშნულმა მინისტრებმა გამოცხადებული ნდობისთვის მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობა მოკლედ შეაჯამა ნათია თურნავამ და აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებს. _ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწება.

 

მსგავსი სტატიები

  • 90
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 85
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 85
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 84
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 84
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…