ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლით – “რესპუბლიკა გურია” დაიხურა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფესტივალის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენებზე სხვადასხვა თეატრალური დასების წარმოდგენები ეხილა.
,, ფონდი ,,ქართუს” მიერ სრულად რეაბილიტირებულ ოზურგეთის დრამატულ თეატრში დასრულდა ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ორგანიზებისა და მხარდაჭერისათვის მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ყველა მონაწილეს, ჟიურის წევრებს და სპონსორებს, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ჩაგვეტარებინა მაღალი დონის ფესტივალი. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად დაწესდა ნოდარ დუმბაძის სახელობის პრემია, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ,,სმარტ კაპიტალს“ და საქველმოქმედო ფონდს ,,ქართული გალობა“, _ აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.
მსგავსი სტატიები
- 76ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. 5-დან 15 ივლისის ჩათვლით მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე როგორც ქართული, ასევე, უცხოური თეატრალური დასების მონაწილეობით 26 სპექტაკლი ეხილა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, აფხაზეთის…
- 74დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 69საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 67ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ნოდარ მაჭარაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლით ,,ავი მუსაიფი“ გაიხსნა. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
- 63საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. მაყურებელმა თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“, ხოლო დიდ სცენაზე რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლი ,,ვანო და ნიკო“ იხილა. ფესტივალის გახსნასკულტურის მინისტრი თეა…