რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია „წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.
სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს.
აქციის ორგანიზატორების და მონაწილეთა გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ ღამის თევას აპირებს რუსთაველის გამზირზე.
„დღეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა გვაქვს, როგორც დღევანდელი ღამის, ასევე პროტესტის შემდგომი განვითარების. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ პროტესტი ძალიან თანმიმდევრული იქნებოდა. დღეს, როცა მოთხოვნა არ კმაყოფილდება, გადავდივართ კონკრეტულ მოქმედებებზე.
ჩვენი სიმრავლით აუცილებლად ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ არაძალადობრივი ტაქტიკის მეშვეობით გავზარდოთ წნეხი და ამით დაიხიონ მათ უკან“, _ აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მჟავანაძე.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ისინი აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეებიც.
აღსანიშნავია, რომ მობილიზებული არიან სამართალდამცველები. გადაკეტილია ცენტრალური გამზირი და შეზღუდულია ავტომობილების მოძრაობა.
ნინო ულუმბელაშვილის ფოტო
მსგავსი სტატიები
- 59ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
- 56ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 54ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 53"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 53საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…