კომპანია ბახვი ჰესი გთავაზობთ ვიდეოს, სადაც გამოყენებულია 3D ანიმაცია, იმისათვის, რათა დაინტერესებულმა მხარეებმა უკეთ შეძლონ ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის აღქმა და შეფასება.  აღნიშნული ვიდეოს გადაღება, ჩვენი გაცხადებული დანაპირების, დაინტერესებული მხარეების მეტი ინფორმირებულობისათვის და პროექტის გამჭვირვალობისთვის მოვახდინეთ. მოგეხსენებათ, ბახვი 1 გურიის რეგიონში, კერძოდ ოზურგეთსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, მდინარე ბახვის წყალზე დაგეგმილ, მცირე ჰიდროელექტროსადგურს პროექტია. მის მშენებლობის და  ექსპლუატაციაში ჩაშვების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე, პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და მენეჯერმა, გიგლა სიხარულიძემ ისაუბრა. ფონდის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით, პიერ ბიდერმანმა კი, პროექტის უსაფრთხოება  და ზემოქმედება მიმოიხილა. პიერ ბიდერმანი ფრანგული საკონსულტაციო   კომპანიის Alpage SARL დამფუძნებელია. მისი კომპანია, კონსულტაციას უწევს პროექტების განმახორციელებლებს მსოფლიოს მასშტაბით და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დროს გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების სწორედ წარმართვაში ეხმარება მათ. ის ასევე, მრავალი წლის მანძილზე იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  მრჩეველი და ასოცირებული დირექტორი.

გთხოვთ იხილოთ ვიდეო და პროექტის 3D ვერსია

https://www.youtube.com/watch?v=kststyUZkz0&t=4s

მსგავსი სტატიები

  • 97
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 91
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 90
    ,,წაიღე ჩემი სევდა!“დღევანდელი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ძალადობრივი ექსტრემიზმი. ჩვენს ირგვლივ გარემო წალეკა ფემიციდის, სიუციდის, ჰომოფობიის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფრუსტრირება და სოციალური დაუკმაყოფილებლობა მიგვაჩნია. ჩნდება სიტუაციები, რომლებშიც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. ეს კი თავის მხრივ ზრდის აგრესიის განხორციელების ალბათობას. ჩვენში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იმატა მოლოდინებისადმი…
  • 90
    ნამახვანჰესზე მომუშვე ორგანიზაციების განცხადებასოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
  • 89
    მოლოდინი - საინტერესო, საჭირო ინფორმაციის მიღებისა, მიზანი - დავგეგმო სწორად;  შედეგი  - ვიპოვო წარმატების გასაღები ...პროექტის მიზანი, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება შინა მეურნეობებში, ბუნებრივი რესურსების მართვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე და სოციუმში მათი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდა ,,გურიის განვითარების კავშირის“ მიერ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით“ სახელწოდება: საქართველოს კლიმატის…