დღეს, ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინ მდებარე ომში დაღუპულთა სახელობის პარკში დილიდან შეიკრიბნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები_ ომის ვეტერანები, საზოგადოების წარმომადგენლები.
გურიის მხარის გუბერნატორმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ ყვავილების გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის ობელისკი, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი.
ზაზა დამენიას საფლავთან მამაოებმა პარაკლისი გადაიხადეს.
შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები გაემართნენ აგვისტოს ომში დაღუპულების კაპიტან ლეიტენანტის თემურ ჭიტაძის, კაპრალ თამაზ ნიკიტინის საფლავებზე, ასევე კაპრალ ზაურ თენიეშვილის სახელობის ქუჩაზე.
ანალოგიური ღონისძიებები გაიმართა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
თამუნა ლურსმანაშვილი, შშმ პირი: _დღეს ძალიან ტკივილიანი დღეა. ვიხსენებთ ჩვენს თავდადებულ გმირებს. მეამაყება, რომ საქართველოს ასეთი გმირები ჰყავს, როგორიცაა ზაზა დამენია, თემურ ჭიტაძე და სხვები. მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე.
ქალაქის ცენტრი ისე არ გამოვალ, რომ ზაზა დამენიას საფლავი არ მოვინახულო. ამ ხალხმა შემოგვინახა მშვიდობა და მათი დაფასება ყველამ უნდა გაითავისოს.
ხათუნა ხუხუნაიშვილი: _მიჭირს საუბარი. ძალიან ტკივილიანია მთელი საქართველოსთვის ეს დღე. ზაზა დამენიამაც შეიტანა ამ მშვიდობის მოპოვებაში თავისი წვლილი.
გივი გუდავაძე, პოლკოვნიკი: _დღევანდელი გადასახედიდან თუ შევაფასებთ აგვისტოს მოვლენებს, ეს რუსების ავანტიურა იყო, როგორიცაა დღეს ჩვენს მეგობარ უკრაინაში.
რა მოგვცა ამ ომმა? დროებით დაკარგული ტერიტორიები და დაღუპული ბიჭები. მოვდივართ აქ და ვიხსენებთ მათ გმირობას.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთშიც ვიბრძოდი და სამაჩაბლოში. 2008 წლის ომის დროს კი ფრონტს ვამარაგებდით ტექნიკითა და ტყვია -წამლით.
აფხაზეთის ომის დროს ვიყავი წოდებით მაიორი, ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის მეთაურის მოადგილე. ვიცავდით სოხუმს. ჩვენთან ირიცხებოდა ზაზა დამენია, რომელიც განსაკუთრებული გამბედაობით და სიმამაცით გამოირჩეოდა. ყოფილა შემთხვევა, გვითქვამს: _ზაზა თავსაც გაუფრთხილდი-თქო. ის აფხაზეთის ომშიც გმირი იყო და კიდევაც დაამტკიცა ეს 2004 წლის 16 აგვისტოს სამაჩაბლოში.
მსგავსი სტატიები
- 80დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 78საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 711964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 69საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
- 69გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…