13 სექტემბრის ღამეს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკება დაიწყო. საბრძოლო მოქმედებების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სომხებმა 200-მდე სამხედრო დაკარგეს, ხოლო სომხეთი პრემიერი ნიკოლოზ ფაშინიანი  49 სამხედროს დაკარგვას ადასტურებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ სომხური ძალების წინააღმდეგ ოპერაცია „მტკიცე პასუხი“ ჩაატარეს, რომლის შედეგად სომხეთმა 200-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

„ოპერაცია მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარდა. ის დილის 9:15 საათზე დასრულდა. დარტყმები ზუსტი იყო და სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა. სომხეთის მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელსაც ისინი ლაჩინის და ქალბაჯარის მიმართულებით პროვოკაციებისთვის იყენებდნენ, მაღალი სიზუსტის იარაღით არის განადგურებული. ამ ობიექტების აღდგენას არაერთი წელი დასჭირდება“, _განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სომხურ მხარეს „ასობით დაჭრილია“. განადგურებულია S-300 -ის ტიპის ორი დანადგარი, რომელთა ფასი ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აზერბაიჯანის ჯარმა რამდენიმე სტრატეგიული მაღლობი დაიკავა საზღვრის სიახლოვეს, სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი რამდენიმე სტრატეგიული კომუნიკაცია საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოექცა. ბაქო აცხადებს, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას არ გეგმავს, მაგრამ ნებისმიერ პროვოკაციას უმკაცრეს პასუხს გასცემს.

„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის მიმართულებით 4 შეტევითი ოპერაცია განახორციელეს. მოგვიანებით კიდევ 2-3 მიმართულება დაემატა“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ ფაშინიანმა პარლამენტში განაცხადა.

სომხეთის პრემიერის თქმით, აზერბაიჯანული მხარე ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ სომხეთი წავიდა პროვოკაციულ ქმედებაზე.

ფაშინიანი ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„აზერბაიჯანი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს უპასუხა სომხეთის მიერ წამოწყებულ პროვოკაციას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სიცრუე და რეალობას არ შეესაბამება“, _განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ სომხურ მხარეს 49 მსხვერპლი ჰყავს.

„ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით თავდაცვის ძალებში 49 მსხვერპლი გვყავს“, _ აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

 

მსგავსი სტატიები

  • 47
    „მომწყურდი საოცარი ძალით“ავტორი გია ბეშიტაიშვილი (წერილი მე-15, მე-16) 1975 წლის 12 თებერვალს ჩვენ ოფიციალურად ჩავირიცხეთ მოსკოვის კამერულ მუსიკალურ თეატრში სოლისტებად. არა სტაჟიორებად, არამედ სოლისტებად. ამ თეატრში ყველა მომღერალი ითვლებოდა სოლისტად! ვინაიდან თეატრს საშტატო ერთეულში არ ყავდა საოპერო გუნდი, ყველა სოლისტი საჭიროების შემთხვევაში ვალდებული ვიყავით შეგვესრულებინა გუნდის ფუნქციაც! აი ასეთი თავისებური სპეციფიკა გააჩნდა…
  • 44
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 43
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 41
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 38
    „მომწურდი საოცარი ძალით“      წერილი მეთერთმეტე_მეთორმეტე 1973 წლის სამ მარტს, თავის კაბინეთში დაგვიბარა საკავშირო რადიოს მუსიკალური გადაცემების მთავარმა რედაქტორმა გენადი ჩერკასოვმა. თავდაპირველად გულითადად მოგვილოცა დიდი წარმატება, ჩვენი ორი სიმღერის მიღება «დკს»-ში. შემდეგ დაწვრილებით აგვიხსნა, თუ რა«გზას» გაივლიდა ეს სიმღერები საკავშირო რადიოს სისტემის მეშვეობით, ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლად! ვფიქრობ,  გაზეთ «ალიონის» პატივცემულო მკითხველებო…