საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურას ახლად აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
,,ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს და პედაგოგს! სასიხარულოა რომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკოურა სასწავლო წელს ხვდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლით. გურიის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი ხელისუფლებისათვის განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ახალი პროგრამის ფარგლებში, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე გურიის რეგიონშიც, არა ერთი ახალი სკოლა აშენდება“ _ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
სოფელ ჩხაკოურას 60 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა.სკოლაში 8 საკლასო ოთახი და 1 კლასლაბორატორია მოეწყო.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 54საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება…
- 53ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 53ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. სააღმზრდელო პროცესი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად მოინახულეს. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
- 51დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 50მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით და ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ამ თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ის დაწყებული რეფორმების გაგრძელებას გეგმავს. „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და…