2022 წლის 24-26 ოქტომბერს იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ასოციაცია, DMO იმერეთმა ასოციაცია „ჩაის გზის“ 12 წევრს და პროექტის „გურიის სტუმარ-მასპინძლობის გზის“ მონაწილეებს უმასპინძლა.გურიიდან იმერეთში დელეგაციის ჩასვლის მიზანი იყო იმერეთში არსებული საოჯახო სასტუმროების მონახულება და იმ სპეციფიკაციების გაცნობა, რაც ამ ბიზნესს ახასიათებს. ინფო-ტურის მონაწილეებს  ჩაუტარდათ სასწავლო-გაცნობითი ტრენინგი, იმერული სამზარეულოს კერძების მასტერკლასები. ამასთანავე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ასოციაციის წევრები ესტუმრნენ იმერეთის რეგიონში მოქმედ საოჯახო სასტუმრო სახლებს, ჩაის საწარმოებს და მოინახულეს იმერეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები.პროექტი, ბახვი ჰესის დაUSAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივიმხარდაჭერით ხორციელდება.

„შემიძლია ამ ტურს ვუწოდო საუცხოო გზამკვლევი.ხანგრძლივი სამეურნეო, თუ შემოქმედებითი შრომის მიუხედავად, ფეხი ახლახანს შევდგი მცირე ბიზნესში. ეს ტური ჩემთვის გეგმაზომიერი, სწორი, მიზანმიმართული მუშაობისხელშემწყობია. უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს, ასევე დიდი მადლობა ასოციაცია „ჩაის გზას“, ბახვი ჰესს და USAID-ს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს პროფესიონალიზმზე და წარმატებულ მუშაობაზე _ განაცხადა მარინა ჩიხლაძემ, ადგილობრივი საოჯახო ბიზნესის, სოფელ ჭანითში„სამზეურას“ მფლობელმა.

„ამ სასწავლო ტურის ფარგლებში მიღებული ემოციები, ენერგია და მუხტი განაპირობებს ჩვენს განვითარებას და მომავალ პრესპექტივებს. გამოცდილების გაზიარება შედგა ყველა საკითხში. კოლეგებისგან გურიაში წამოგვყვა სითბო და დიდი სიყვარული. გვაჩუქეს დაუვიწყარი სამი დღე“_- ამბობს კესო მახარაძე, „ტაბერნე გურიაში-აცანას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტი, სოფელი აცანა.

ასოციაცია „ჩაის გზის“ მიზანია სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლერება, ასევე გურული ჩაის მწარმოებლების ხელშეწყობა, რათა შეიქმნას ერთიანი სტანდარტი და გაუმჯობესდეს გურული ჩაის ხარისხი.

„ასოციაციის წევრებისთვის აღნიშნული ტური ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია მათი განვითარების კუთხით. თითოეულმა მათგანმა  აღნიშნა, რომ გაზიარებული გამოცდილება მათ დაეხმარება სერვისების გაუმჯობესებაში, ახალი ტურისტული პროდუქტების დანერგვასა და განვითარებაში, რათა ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორს შესთავაზონ დაუვიწყარი მომსახურება გურიის სოფლების ავთენტურ გარემოში“ _ განაცხადა ჩაის გზის ასოციაციის სტუმარ-მასპინძლობის მიმართულების მენეჯერმა, ია ურუშაძემ.

ინფო-ტურის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის, DMO იმერეთის და  USAID-ის ერთობლივი სერტიფიკატები.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 95
    „ასოციაცია ჩაის გზის“ ანგარიშიკომპანია „ბახვი ჰესის“ სოციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოიცავს ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე შშმ პირების დახმარებას საპროექტი ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სოფლებში (მთისპირი და ჩხაკაურა), მეორე მხრივ, კი ორიენტირებულია გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკური სარგებელის მომტან პროექტებზე. სწორედ ამ მხრივ, ბახვი ჰესი უკვე მეორე წელია თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. პარტნიორობის ფარგლებში,  გურიის…
  • 88
    დავით თენიეშვილი: „მინდა დავანახვო ფერმერებს, თუ რამდენად სასარგებლოა ჩაის კულტურა“„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია  „ბახმაროში“, რომელიც  ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
  • 87
    ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას  2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
  • 86
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 86
    თემურ რევიშვილი „ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა და მისი მყარ საექსპორტო პროდუქტად ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს““სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი” ავტორი _ვლადიმერ მენაბდე “ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა…