გოდერძი მახარაძე აღდგომას, 16 აპრილს,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ორ მსოფლიო რეკორდს დაამყარებს. ამის შესახებ გაზეთ „ალიონს“ ექსკლუზიურად საქართველოს მსოფლიო
მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი“, თავმჯდომარემ, სარეკორდო ასპარეზობის კოორდინატორმა გვანჯი მანიამ დღეს აცნობა:
მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი“, თავმჯდომარემ, სარეკორდო ასპარეზობის კოორდინატორმა გვანჯი მანიამ დღეს აცნობა:
_„ბატონებო, წარმოგიდგენთ ბატონ გოდერძი მახარაძეს, თქვენთვის უკვე კარგად
ცნობილ 50 წლის ქართველ სპორტსმენს _ თავით ფეხბურთის ბურთის ფლობის
დიდოსტატს, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენს.
დიდოსტატს, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენს.
გოდერძის მიზანია 2023 წლის 16 აპრილს, კვირას, სოფელ შუხუთის ცენტრში
(ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, გურიის მხარე, საქართველო) ორი მსოფლიო
სარეკორდო ასპარეზობის გამართვა, ამავე დღეს აქვე დანიშნული ტრადიციული
ლელობურთის დაწყებამდე.1. პოლ ხანის (შვეიცარია) მიერ 8.09.2002 ოვენცსინგენში დამყარებული
რეკორდის გაუმჯობესება – თავით ფეხბურთის ბურთის კენწვლით სახანძროს
გადაბმული კიბის 111 საფეხურზე მეტის დაძლევის სარეკორდო მცდელობა.
2. ამის შემდეგ ერთფუთიანი, 16-კილოგრამიანი, ანუ საქართველოს
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებული
სოფელ შუხუთის ტრადიციული ლელობურთის სათამაშო უმძიმესი ბურთის
თავზე დადება და თავდადებული ბურთით 50 მეტრის გავლა 2 წუთზე
ნაკლებ დროში.
(ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, გურიის მხარე, საქართველო) ორი მსოფლიო
სარეკორდო ასპარეზობის გამართვა, ამავე დღეს აქვე დანიშნული ტრადიციული
ლელობურთის დაწყებამდე.1. პოლ ხანის (შვეიცარია) მიერ 8.09.2002 ოვენცსინგენში დამყარებული
რეკორდის გაუმჯობესება – თავით ფეხბურთის ბურთის კენწვლით სახანძროს
გადაბმული კიბის 111 საფეხურზე მეტის დაძლევის სარეკორდო მცდელობა.
2. ამის შემდეგ ერთფუთიანი, 16-კილოგრამიანი, ანუ საქართველოს
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებული
სოფელ შუხუთის ტრადიციული ლელობურთის სათამაშო უმძიმესი ბურთის
თავზე დადება და თავდადებული ბურთით 50 მეტრის გავლა 2 წუთზე
ნაკლებ დროში.
მოგახსენებთ, რომ ასეთი მძიმე, უჩვეულო ბურთით ლელობურთის თამაშის
ტრადიცია ძველი დროიდან მოდის და იმართება საქართველოს გურიის მხარეში
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის ცენტრში ყოველი აღდგომის
დღეს, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის კალენდრით წლეულს 16
აპრილს უწევს. სოფლის ცენტრში, ეკლესიის წინ, აღნიშნული ეკლესიის მღვდელი მის მიერვე აწონილ 16 კილოგრამიან ლელობურთს მაღლა ააგდებს და იწყება თამაში
სოფლის ორი უბნის რჩეულ ვაჟკაცთა შორის, რომელთა გარშემო ორივე უბნის
გულშემატკივართა რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს.
ლელობურთის თამაში გრძელდება ორ ნაკადულს (ღელეს) შუა ვიდრე ერთი
მხარე ბურთს მოწინააღმდეგე მხარის ღელემდე არ მიიტანს და წყალში არ
ჩააგდებს“_გვითხრა გვანჯი მანიამ.
გაზეთი „ალიონი“ თავად გოდერძი მახარაძესაც ესაუბრა:
_ ეს ჩემი 59-ე და მე-60 რეკორდი იქნება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძრვანელებმა სრული თანადგომა გამომიცხადეს და შუხუთის ცენტრში, იქ სადაც ცაცხვის და მუხის საუკუნოვანი ხეები დგას, იქ გაიმართება. 26 მაისს კი ოზურგეთის კულტურისა და დასვენების განახლებული პარკის გახსნაზეც კიდევ ორი რეკორდის დამყარებას ვგეგმავ.ამაზე უკვე შევთანხმდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან_ გვითხრა გოდერძი მახარაძემ.
მსგავსი სტატიები
- 55
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 54
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია…
- 53
პროექტის ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ.
- 52
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი…
- 51
,,წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მდინარეები 40 000 ქვირითით დათევზიანდა. ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, ყოველწლიურად…