29 – 30 ივნისს ქ. ბათუმში ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში ლევან შავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრში , საქართველოს ნაკრებ გუნდებთან ერთად სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდები მონაწილეობდნენ.

ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბერძნულ – რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები.

🥈 II ადგილი

ლუკა ფიფია – 65 კგ

🥉 III ადგილი

რამაზ ხმალაძე – 60 კგ

ნიკოლოზ თოდრაძე – 65 კგ

ზურა სადრაძე  – 71 კგ

გიორგი ტაკიძე – 71 კგ

ოზურგეთელთა გუნდი ასპარეზობისთვის ძმებმა ზურაბიანებმა , ლაშა გუჯაბიძემ, კახაბერ აბაშიძემ და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.

საერთაშორისო ტურნირზე ბიჭების გასამხნევებლად იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი, ამავდროულად ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის პრიზიორი , კობა ბალავინოვი, რაც ბიჭებისთვის დიდი სტიმული იყო.

მსგავსი სტატიები

  • 57
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 56
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 53
    ხუთი მედალი საერთაშორისო ტურნირიდან!26 - 27 ნოემბერს ქ. ქუათაისში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში , უმცროს ჭაბუკებს შორის თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს : ლიტვის,ლატვიის, ესტონთის,თურქეთის,ბულგარეთის, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა. ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბერძნულ - რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები ( კლუბი…
  • 49
    მედლების ცვენა ჭიდაობიდან!!!5 - 7 ნოემბერს ბათუმში, უმცროსს ჭაბუკთა შორის, ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში როსტომ აბაშიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.  აღნიშნულ შეჯიბრზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. ოზურგეთელმა ჭაბუკებმა შინ 12 მედალი, აქედან 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო წამოიღეს : ნიკოლოზ კუტუბიძე…
  • 48
    ექვსი მედალი ჩვენია!10-12 თებერვალს ქ. რუსთავში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში ( 2008 - 2010 წწ დაბადებულთა შორის) მსოფლიო ჩემპიონის თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. სპორტულ ასპარეზობაში წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები და შინ ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო წამოიღეს. პირველი ადგილი…