ანასტასია ჩერნეცოვა

ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღეს ვიხილეთ  ორი სპექტაკლი -აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის „წერილი ნაძვებს“, გოდერძი ჩოხელის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით( რეჟისორი – ნიგარ გულაჰმადოვა)   და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დადგმა – „ სოფელსა შინა“, მიხეილ ჯავახიშვილის პიესის „შერცხვენილნი“ მიხედვით (რეჟისორი -ალექსანდრე ქანთარია) .

ფესტივალის ნიშას ნოდარ დუმბაძისა და  საერთოდ  ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაა. აზერბაიჯანის ეროვნულმა თეატრმა გაითვალისწინა ფესტივალის სპეციფიკა და  წარმოგვიდგინა ქართული პროზის ინტერპრეტაცია აზერბაიჯანული აქცენტებით. მნიშვნელოვანია ის,რომ  აზერბაიჯანელი ძმები,რომლებიც განსხვავებული კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლები არიან, სპექტაკლში იყენებენ ქართულ  საეკლესიო საგალობლებს , ქართულ ხალხურ  მუსიკას. მგონია,რომ ესაა უდიდესი პატივისცემის გამოხატულება ქართველებისადმი. აღსანიშნავია  ისიც,რომ  მსახიობების გარკვეულ ნაწილს აზერბაიჯანული ეროვნული სამოსი ეცვათ . აღნიშნული გადაწყვეტით ,მხატვარ სამირა ჰასანოვას სურს იმის თქმა,რომ  ჩვენი ქვეყნის კულტურები განსხვავების მიუხედავად,ენათესავებიან ერთმანეთს.

გოდერძი ჩოხელის მოთხრობა და აზერბაიჯანის ეროვნული თეატრის სპექტაკლი ერთგვარი იგავია  იმაზე,რომ  ბუნება და ადამიანი  განუყოფელია .  ელშან რუსტამოვის  ბერი არის ადამიანი , რომელსაც აქვს უზარმაზარი გული და მისთვის ნაძვი  ისეთივე ცოცხალი არსებაა ,როგორც ადამიანი.ამიტომაც იგი მზადაა საკუთარი სიცოცხლე  შესწიროს იმისათვის,რომ ნაძვმა იხაროს.

შესაძლოა, სპექტაკლი არ გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, მაგრამ,როგორც უკვე აღვნიშნე, იგრძნობა უზარმაზარი პატივისცემა ქართველებისადმი .ასევე ,მსურს აღვნიშნო ის,რომ ნიგარ გულაჰმადოვას დადგმა გამოირჩევა ანსამბლურობით . მადლობა სამსახიობო ანსამბლს – ელშან რუსტამოვს , ალმაზ ამანოვას , დილარა ნაზაროვას,აიშად მამედოვს ,რუსტამ რუსტამოვს ,ლალა სელეიმანოვას, ელნურ გადიროვს და მთელ შემოქმედებით გუნდს გაწეული შრომისთვის.

გადავინაცვლოთ ოზურგეთის თეატრის დიდ დარბაზში, სადაც მაყურებელმა იხილა ალექსანდრე ქანთარიას სპექტაკლი „სოფელსა შინა“.  რეჟისორი ჯავახიშვილის პიესას „შერცხვენილნი“ პირველად არ დგამს , 2008 წლის ომის შემდეგ , საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დადგა თავის სტუდენტ მსახიობებთან ერთად.

სპექტაკლში დიდ ყურადღებას იქცევს გოგლა გოგიბერიძის მხატვრობა ,რომელიც ქმნის დადგმაში ასახული ეპოქის ატმოსფეროს. მნიშვნელოვანია ისიც,რომ სცენოგრაფია უბრალოდ კი არ გვიქმნის გარკვეულ ფონს, არამედ მეტყველებს.ყოველივე მკაფიოდ ჩანს ფინალში,სადაც ელენე (თამარ ბოლქვაძე)თეთრ ზეწარში  გახვეული სარეცხის თოკით თავს  ჩამოიხრჩობს და  ეკლესიის კედელზე წმინდა ნინოს ხატი ჩნდება . მგონია,რომ ესაა  სპექტაკლის ყველაზე ეფექტური სცენა.

მიხეილ ჯავახიშვილის „შერცხვენილნი“ არაა მწერლის გამორჩეული ნაწარმოები,შესაბამისად ყოველივე აისახა სპექტაკლზე,თუნდაც იმ კუთხით,რომ  რეჟისორი მკაცრად მიჰყვებოდა ტექსტს  და ბევრი პერსონაჟის მხატვრული სახე სქემატური იყო,მაგრამ  გამოვარჩევდი მამუკა მანჯგალაძისა და დავით ჯაყელის შესრულებას.მსგავსი ხასიათის სპექტაკლში თამაშისას  არსებობს პათეტიკურობის საშიშროება ,მაგრამ ორივე მსახიობმა დაიცვა „ოქროს შუალედი“ და ყოველგვარი  „გადამლაშების“ გარეშე შეძლეს თავიანთი პერსონაჟების გრძნობათა ბუნების გაშიშვლება . მამუკა მანჯგალაძის შალვა პროტაგონისტად გვევლინება. იგი ის ადამიანია,რომელსაც მერყეობის მიუხედავად უყვარს თავისი სამშობლო. ხოლო დავით ჯაყელის  ქაიხოსრო  ანტაგონისტია . სამწუხაროდ, ქაიხოსროს ნაირი  მოღალატეები  ჩვენს ქვეყანაში  მრავლად მოიძებნებიან.

წარმატებებს ვუსურვებ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის  პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შემოქმედებით ჯგუფს !

მსგავსი სტატიები

  • 89
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 82
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 82
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 81
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 80
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…