8 სექტემბერს გურიის რეგიონში მოსული ძლიერი ნალექის გამო დაზიანებული სოფელ ხორეთის ხიდი აღდგება, გადაწყვეტილება მიღებულია და სოფელს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ახალი ხიდი ექნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქმით, ახალი ხიდის აშენებამდე მოსახლეობისთვის ადგილზე დროებითი სამანქანო-საფეხმავლო გზა მოეწყობა.

_ ,,გურიის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ, მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლისა და ზიანის რაოდენობა. მთლიანად რეგიონში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას, დანგრეულია ხიდები, გარემოს მოწყვეტილი იყო მოსახლეობა, თუმცა, ყველასთან მოხდა დაკავშირება. კონტაქტზე არიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სამაშველო სამსახურები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ასევე, მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, მაგრამ სამწუხაროდ რჩება ისეთი მონაკვეთები, სადაც წერტილოვნად გვაქვს შეზღუდვა გადაადგილებასთან დაკავშირებით. მათ შორის, ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი არის სოფელი ხორეთი, სადაც სტიქიამ ფაქტობრივად სრულად გაანადგურა არსებული ხიდი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება და ხიდი აუცილებლად აღდგება. ახალი ხიდი აშენდება, თუმცა, ეს დაკავშირებულია შესაბამის პროცედურებთან. მანამდე კი, მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოეწყოს ალტერნატიული, დროებითი სამანქანო-საფეხმავლო გზა. ხორეთის მოსახლეობასთან ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში. მათთან, საჭიროებისამებრ, შედის როგორც საკვები პროდუქტები, ასევე, მედიკამენტები”-აცხადებს გიორგი ურუშაძე. გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც, რომელიც გურიაში მომხდარ სტიქიას ეხება, გიორგი ურუშაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ცდილობს განზრახ შეიყვანოს მოსახლეობა შეცდომაში და ავრცელებენ ყალბ ინფორმაციებს.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საერთო ტრაგედია გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და ისინი საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადებებით ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მოქალაქეები. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი და მიზნად ისახავს იმ ადამიანების დისკრედიტაციას, მათი შრომის არაფრად ჩაგდებას, ვინც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე”, _ განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 58
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 57
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 53
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 49
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 48
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…