„სტუმრად ვახტანგ ღლონტთან“_ასეთი სახელწოდების სალონური საღამოები ყოველთვიურად იმართება ბათუმის სახელმწიფო მუსუკალურ ცენტრში.

წელს სალონური საღამოს სტუმრები იყვნენ:  მსოფლიოში აღიარებული ქართველი ტენორი ირაკლი კახიძე,მწერალი გიზო თავაძე,   რეჟისორები სოსო სტურუა, გიორგი გოგიბერიძე,მსახიობები ნანა სტამბოლიშვილი, თეო შამილაძე და სხვები.

გასულ კვირას სალონური საღამოს სტუმარი ცნობილი მხატვარ-დიზაინერი ვახტანგ მამეიშვილი გახლდათ.

ცნობილ პოეტ ვახტანგ ღლონტის სალონური საღამო იმით გამოირჩევა სხვა ღონისძიებებისაგან, რომ აქ გამოსვლელები წინასწარ არ არიან შერჩეულნი და იგი „ექსპრონტათ“ მიმდინარეობს.

გასახსენებელი კი ბევრი ჰქონდათ. ვახტანგ მამეიშვილის სახელს უკავშირდება ოზურგეთში სამხატვრო სკოლის გახსნა, ოზურგეთის სამხატვრო გალერეის შექმნა, საქველომედო საქმიანობა (მისი ინიციატივით შეიქმნა ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო საზოგადოება). იგი ახლო ურთერთობებში იყო ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან მერაბ კოსტავასთან, ზვიად გამსახურდიასთან.

ვახტანგ მამეიშვილის სახელი მიენიჭა ოზურგეთის ბავშვთა სამხატვრო სკოლას, ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების  ცენტრის წინ გაიხსნა ვახტანგ მამეიშვილია ვარსკვლავი…

საღამოზე სიტყვებით გამოვიდნენ: ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თავართქილაძე, აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ფუტკარაძე, გაზეთ „ალიონის“ რედაქტორი ნუგზარ ასათიანი, მხატვრები ნინო ბესელია, მამია მენაბდე, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ბელა კიკვაძე.

სალონური საღამოს იდეის ავტორი მუსიკალური ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქეთი მანველიშვილი გახლავთ. ამჟამად იგი იტალიაში იმყოფება, სადაც მუსიკალური ცენტრის ორი მოსწავლე წარმატებით გამოდის ერთ-ერთ კონკურსზე. იგი იტალიიდან მიესალმა ოზურგეთელ მხატვარს.

მსგავსი სტატიები

  • 73
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 59
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 58
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 56
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 56
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…