ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება და ღაზას სექტორში ისრაელის საომარი გეგმები და მიზნები მოიცავს „ჰამასის“ ტერორისტული ჯგუფის ლიკვიდაციას, მისი სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას და ახალი უსაფრთხოების რეჟიმის შექმნას.

„ჩვენ ვიმყოფებით პირველ ფაზაში, რომელშიც მიმდინარეობს სამხედრო კამპანია საჰაერო თავდასხმებით და მოგვიანებით სახმელეთო მანევრით, რომლის მიზანია დაამარცხოს და გაანადგუროს „ჰამასი“, – განაცხადა გალანტმა ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მეორე ეტაპზე ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ უფრო დაბალი ინტენსივობით, რადგან ჯარები იმუშავებენ წინააღმდეგობის კერების აღმოსაფხვრელად.

„მესამე ეტაპი იქნება ღაზას სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნა, ღაზას სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე ისრაელის პასუხისმგებლობის მოხსნა და უსაფრთხოების ახალი რეალობის შექმნა ისრაელის მოქალაქეებისთვის და ღაზას მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის“, _  აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სტატიები

  • 73
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 70
    „შალომ კლუბი გურია“ - მიტკალზე დახატული დავითის ვარსკვლავიდან ისრაელის ერთ-ერთ მხარესთან დამეგობრებამდემრავალმხრივ წარმატებული და უკვე პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციის „შალომ კლუბ „გურიას“ საქმიანობის უფრო დეტალურად გაცნობის მიზნით, გასული კვირის სამშაბათს დაბა ჩოხატაურში ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს, ბატონ ზაურ ოსეფაიშვილს ვსტუმრობდით. ზაურ ოსეფაიშვილი - ბიზნეს ეკონომისტი, პედაგოგი, ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „MASHAV“-ის კურსდამთავრებული, BDC  აკადემიის საპატიო პროფესორი, მუშაობდა გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის…
  • 61
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 60
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 58
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…