ოზურგეთელმა ლაზარე ჩხარტიშვილმა მნიშვნელოვანი წარმატებით დაიწყო ახალი სპორტული წელი და პირველივე თვეში, პირველ ოქროსაც გაუსინჯა კბილი. ბათუმში ჩატარებულ ღია რეიტინგ-ტურნირში-ACF CUP 2024“, რომელიც აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა., საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. 36 მონაწილეს შორის ლაზარემ, რომელსაც ჯერ 9 წელიც არ შესრულებია, 10 წლამდე კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა შედეგით კმაყოფილია მწვრთნელი-დავით მაღალაშვილიც, რომლის ხელმძღვანელობით გასულ წელს ლაზარემ წარმატებების ნადვილი კასკადით გაახარა თავისი გულშემატკივრები.(მხედველობაში გვაქვს მისი წარმატებები მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე, რესპუბლიკურ და რეგიონალურ ჩემპიონატებში და ტურნირებში და სხვ.) ალბათ მოპოვებულ ოქროზე არანაკლებ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ლაზარეს პირადი რეიტინგის +162 (!!!) ერთეულით მატება, რაც მან უფროსებთან კარგი თამაშით მიაღწია.
ვულოცავთ ლაზარეს ახალი საჭადრაკო სეზონის წარმატებულ დასაწყისს.
იმედია მას სხვა გურული მოჭადრაკეებიც აუბამს მხარს.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე

მსგავსი სტატიები

  • 66
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 66
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 64
    ლაზარე ჩხარტიშვილი ერთპიროვნული ლიდერიათბილისის ჭადრკის სასახლეში დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრძელდება საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 10, 14, და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის მასში მონაწილე 150 მოჭადრაკიდან გურიას 4 მონაწილე წარმოადგენს. . მათ შორის ოზურგეთიდან ლაზარე ჩხარტიშვილი(10წ.) და ლიზი ვასაძე(14 წ) , ხოლო ლანჩხუთიდან ლილე ფირცხალაიშვილი (14 წ) და მიხეილ აფხაზავა(18…
  • 63
    ირაკლი ტუღუშს და გიორგი კვარაცხელია მსოფლიო ქამარი გადაეცათ2023 წლის 21-25 დეკემბერს თბილისში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ჩატარდა მსოფლიო თასი ბუდოს საბრძოლო ხელოვნებაში. (კიკბოქსინგში, mma ში, კიოკუშინკაი კარატეში,გრეპლინგში ბრაზილიური ჯიუჯუცუ, კრივში, უშუ სანდაში, და ტაეკვონდოში). შეჯიბრი 6 წლის ასაკიდან 18 წლამდე და პლიუს 18 წლის და ვეტერანებშიც ჩატარდა...შეჯიბრს ორგანიზება გაუწია მსოფლიოს ბუდო კარატეს ფედერაციამ და საქართველოს ბუდოს საბრძოლო ხელოვნებათა…
  • 63
    გიორგი სალუქვაძე,დემეტრე გოგიტიძე ჩემპიონები არიანსაჭადრაკო კლუბში დამთავრდა ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი 12 და 14 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის, რომელიც წრიული სისტემით, ცალცალკე მიმდინარეობდა 12 წლამდე ასაკის ჭაბუკებში მოულოდნელობა არ ყოფილა ლიხაურელი გიორგი სალუქვაძის პირველი ადგილი.მისთვის გასულ წელი საკმაოდ წარმატებული იყო და იმედი გვაქვს წელსაც გააგრძელებს აღმა სვლას. მეორე საპრიზო ადგილზე ლევან ვაშალომიძე გავიდა,…