საჭადრაკო კლუბში დამთავრდა ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი 12 და 14 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის, რომელიც წრიული სისტემით, ცალცალკე მიმდინარეობდა
12 წლამდე ასაკის ჭაბუკებში მოულოდნელობა არ ყოფილა ლიხაურელი გიორგი სალუქვაძის პირველი ადგილი.მისთვის გასულ წელი საკმაოდ წარმატებული იყო და იმედი გვაქვს წელსაც გააგრძელებს აღმა სვლას. მეორე საპრიზო ადგილზე ლევან ვაშალომიძე გავიდა, რომელიც მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა ჩემპიონს. რომ არა ერთერთ მოსაგებ პარტიაში, დასანანი წაგება, შეეძლო ჩემპიონობაც ეზეიმა. მისასალმებელია,რომ ჭაბუკებში მესამე შედეგი აჩვენა მარიამ მახარაძემ, რაც გოგონათა ჩათვლაში ოქროდ შეფასდა.ბრინჯაოს მედალი კი ანდრია მამულაშვილს ერგო,რომელმაც საკმაოდ კარგი სათამაშო დონე წარმოაჩინა.
14 – მდე წლამდე ასაკი ჭაბუკთა შორის მუნიციპალიტეტის ჩემპიონი გამოცდილი დემეტრე გოგიტიძე გახდა, რომელსაც ამ ტიტულის მოპოვება პრაქტიკულად არ გაჭირვებია. ვიცე- ჩემპიონი ჭაბუკებში და გოგონათა შორის ოქროს მედლის მფლობელი გახდა ლიზი ვასაძე. რომელმაც მომავალში უფრო მაღალი დონის ტურნირებისათვის მზად ყოფნა გამოავლინა. მესამე ადგილზე ლიხაურელი ანდრია კიკაბიძე. გავიდა.ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა აკაკი სალუქვაძე,
ჩემპიონატის დახურვაზე აღინიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, მაღალ შედეგებზე ორიენტირებულ მოჭადრაკეთა ინტენსიურ ჩართულობას სხვადასხვა დონის ტურნირებში. ამ მხრივ,ოზურგეთელი მოჭადრაკეებისათვის ერთერთი სასურველი და ტერიტორიულად მოხერხებული საჭადრაკო ღონისძიებაა – „ნოე ჟორდანიას თასი -2024“ , რომელიც ქ.ლანჩხუთში, 9-14 აპრილს, რესპუბლიკური კალენდრის ფარგლებში ტარდება. იმედია მწვრთნელები და მშობლები მაქსიმალურად შეეცდებიან და შეუწყობენ ხელს, თავიანთ აღსაზრდელების ამ მასშტაბურ ტურნირში მონაწილეობას.

მსგავსი სტატიები

  • 85
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 84
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 81
    გაბრიელ სალუქვაძე_ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონიგაბრიელ სალუქვძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონი გახდა ჭადრაკში 8 წლამდელთა ასაკში. მან 7 პარტიიდან შვიდივე  მოიგო. 5-5 ქულა გიორგი ჯანელიძემ და ანდრია ადეიშვილმა მოაგროვეს.
  • 80
    ოქროს ქამრები ჩვენია!კიკბოქსინგში ოქროს ქამრისა და მედლების მფლობელებს სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, ასევე მოადგილე გიორგი კალანდაძე დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 12 - 13 -14 აპრილს ქ. ახალქალაქში კიკბოქსინგში საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა კიკბოქსინგელებმა და შინ ორი ოქროს ქამარი…
  • 80
    „ეს იყო საოცარი და დაუვიწყარი ცერემონია“4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…