ბახვი ჰესის პროექტისფარგლებში, ნარჩენების მართვამშენებლობისა და ექსპლოატაციის ეტაპზე, გზშ-ს დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა. ბახვი ჰესის დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში,  მოსალოდნელია სხვადასხვა სახის ნარჩენების წარმოქმნა,  აქედან გამომდინარე ქართული კანონმდებლობის სრული დაცვითა და ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომპანიას შემუშავებული აქვს ნარჩენების მართვის გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი ადგენს ჰესის მშენებლობის და ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, საჭიროების შემთხვევაში გადამუშავება-უტილიზაციის წესებს გარემოსდაცვითი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების სრული დაცვით.

ნარჩენების მართვის პროცესს რამდენიმე ძირითადი მიზანი აქვს, მათ შორის, სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფა და დროებითი განთავსებისთვის საჭირო პირობების დაცვა, რათა სრულად გამოირიცხოს მავნე ზემოქმედება გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ამასთან, გეგმის მთავარ ამოცანებს შორისაა ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება ან რაოდენობის შემცირება, შესაძლებლობის შემთხვევაში კი, მისი ხელმეორედ გამოყენება.კომპანია ბახვი ჰესის დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში, მშენებლობისა და ექსპლოატაციის ეტაპზე, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის ნარჩენების წარმოქმნა, მათ შორის, ინერტული და სამშენებლო მასალა, ელექტროსადენები, შესაფუთი მასალები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ამასთან, გასაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთი ნარჩენების შენახვასა და გადამუშავებას, როგორიც არის ნავთობით დაბინძურებული მასალები და საღებავების ნარჩენები, რომლებიც  სახიფათო ნარჩენების კატეგორიას მიეკუთვნება და მათი გატანის მიზნით ბახვი ჰესს გაფორმებული აქვს კონტრაქტი შპს „სანიტართან“, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე წამყვანი კომპანიაა და ბაზარზე 1999 წლიდან ოპერირებს.

„გარემოზე ზრუნვა ნარჩენების სწორ მართვასაც უკავშირდება. ბახვი ჰესის მენეჯმენტი მუდმივ რეჟიმში ვუტარებთ თანამშრომლებს სწავლებებს ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია,  მოხდეს ნარჩენების სწორად განთავსება ურნებში, მათი სეპარირება და შენახვა გატანამდე. ცნობიერების ამაღლება, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ადამიანი უნდა აცნობიერებდეს, თუ რისთვის არის საჭირო ამ წესით მუშაობა და საკითხისადმი ასე მიდგომა.  კონტრაქტორის მომსახურების მიღებამდე, წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენები განთავსდება უკვე არსებულ სპეციალურ ფარდულში, რომელიც, შემოღობილია, აქვს სათანადო აღნიშვნა და დაცულია ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისგან. მისი იატაკი და კედლები მყარი საფარითაა დაფარული. ნარჩენების განთავსება კი, მხოლოდ შეფუთულ მდგომარეობაშია შესაძლებელი, რომელსაც ასევე აქვს სათანადო მარკირება. ცნობიერების ამაღლების ჩვენს მიერ მართული პროექტის ეგიდით,მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების მოსწავლეებსაც ვუტარებთ სპეციალურ ტრენინგებს. გასულ კვირას მთისპირის და ჩხაკაურას სკოლებს სპეციალური ურნები გადავეცით, სადაც მოხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებულად განთავსება. ამ ეტაპზე უმთავრესია გაცნობიერება, გააზრება და შემდგომ, ჩვევის ჩამოყალიბება. ყველა ერთად თუ ვიზრუნებთ, აუცილებლად შევძლებთ შევაჩეროთ პროცესები, რომელიც სწორედ ჩვენი გაუაზრებელი ქმედებებით არის გამოწვეული“ – განაცხადა კომპანია ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური მმართველობის მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

რაც შეეხება პროექტის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვას, სამშენებლო მოედნებსა და ბანაკის ტერიტორიაზე მოყენებულია სეპარირებული შეგროვების მეთოდი, ნარჩენების სახეობის და ტიპის მიხედვით. აღნიშნულ ადგილებზე უკვე განთავსებულია დახურული ტიპის კონტეინერები შესაბამისი ფერებითა და მარკირებით, ხოლო გატანა ხდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის მიერ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის  საფუძველზე.

 

 

დამატებითი კითხვებით მოგვმართეთ:

ნიცა ჩოლოყაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ტელ: 591217711/ E-mail:ncholokashvili@bakhvi.com.ge

მსგავსი სტატიები

  • 91
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 90
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 85
    ოქროს ქამრები ჩვენია!კიკბოქსინგში ოქროს ქამრისა და მედლების მფლობელებს სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, ასევე მოადგილე გიორგი კალანდაძე დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 12 - 13 -14 აპრილს ქ. ახალქალაქში კიკბოქსინგში საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა კიკბოქსინგელებმა და შინ ორი ოქროს ქამარი…
  • 85
    ლაზარე ჩხარტიშვილი ერთპიროვნული ლიდერიათბილისის ჭადრკის სასახლეში დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრძელდება საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 10, 14, და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის მასში მონაწილე 150 მოჭადრაკიდან გურიას 4 მონაწილე წარმოადგენს. . მათ შორის ოზურგეთიდან ლაზარე ჩხარტიშვილი(10წ.) და ლიზი ვასაძე(14 წ) , ხოლო ლანჩხუთიდან ლილე ფირცხალაიშვილი (14 წ) და მიხეილ აფხაზავა(18…
  • 84
    „ეს იყო საოცარი და დაუვიწყარი ცერემონია“4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…