31 აგვისტოს 17.00ზე სიცილიაში, ქალაქ მონტეროსო ალმოში კოკუცას სასახლეში შედგა გრანდიოზული გამოფენის გახსნის საზეუმო ცერემონია.გამოფენა ოფიციალურად გახსნა ქალაქ მონტეროსო ალმოს მერმა ბატონ სალვატორე პაგანომ.გამოფენას ესწრებოდნენ საქართველოდან ჩამოსული მონაწილე მხატვრების დელეგაცია და ასოციაციას La Via Dell Arte ოფიციალური დელეგატი საქართველოში და მთელ მსოფლიოში პრინცესა ნინა დარჩია და ვიცე დელეგატი ირინა ძამაშვილი. უღრმეს მადლობას უხდის ორგანიზატორებს : ასოციაციის პრეზიდენტ Roberto Artista Due Guccione და პრინცესა Nina Darchia ამ გრანდიოზული ინაგურაციისთვის და ულამაზესი გამოფენისთვის.
მონტეროსო ალმოში გამართულ გამოფენაში ლანჩხუთელი მხატვრის ზაზა დობორჯინიძის ნამუშევარი „ძველი თბილისი“ არის წარმოდგენილი, რომელიც სპეციალურ კატალოგში შევიდა.
გამოფენა 8 სექტემბრს დაიხურება.
ზაზა დობორჯგინიძე პოეტ ჯემალ დობორჯინიძის ვაჟია. ჯემალი წლების მანძილზე გურიის მწერალთა ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. იგი 2 წლის წინ გარდაიცვალა.
ზაზა დობორგინიძეს და გამოფენის ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას.


მსგავსი სტატიები
- 73
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 70
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 67
რატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან და საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე მეტია, ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი… - 67
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი… - 65
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა საფესტივალო დღეები გრძელდება. 9 ივნისს გაიმართა სამი წარმოდგენა: ჯერ ჩოხატაურის კულტურის სასახლეში მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დადგმა „ბეთქილი“ (რეჟისორი კახა ბაკურაძე), შემდეგ ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე პერფორმანსი „რადგან ყველა ომი ტყუილია“ (რეჟისორი კახაბერ შარტავა), ხოლო დიდ დარბაზში იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის „იავნანამ რა ჰქმნა?!“ სცენური ინტერპრეტაცია (რეჟისორი ვატო…