თოვლის მაღალმა საფარმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავები დაუზიანა. ოჯახები უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

დიდთოვლობის გამო, რეგიონის მასშტაბით შეჩერდა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და ბაღებში. დიდთოვლობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „სოკარ-გაზ ჯორჯიას“ წარმომადგენლები ინტენსიურად მუშაობენ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენაზე. სხვა შესაბამისი სამსახურებიც მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული.

შექმნილი რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო, ადგილზე ჩავიდა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. მან პირადად მიიღო ინფორმაცია შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირებისგან უხვი ნალექის შედეგად შექმნილი სიტუაციის შესახებ.

სტიქიას ებრძვიან იმერეთშიც, თოვლის საფარმა მაღალმთიან ზონაში 80 სანტიმეტრს მიაღწია. ვანის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს, გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალაც.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სამტრედიაშიც, სადაც გზების გაწმენდის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ.

წყარო: RUSTAVI 2

მსგავსი სტატიები

  • 66
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 62
    ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია გადადგა.ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის…
  • 61
    დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართადღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო…
  • 59
    ურბანული ქაოსის აღსაკვეთადდღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15ივნისის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკრებულოს სხდომაზე მოხსენება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარმოადგინა. მუხლი 152-4 მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოტრანსპორტის ნაწილებისა და აალებადი/ ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია. იურიდიული და მუნიციპალური დასაბუთება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას…
  • 58
    26 მაისს,ოზურგეთის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება.საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება. ავტობუსები 26 მაისს დილიდან 20:00 საათამდე იმოძრავებს და მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს.