საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს დასანიშნად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს  თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“,- წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

ამასთან, 9 ივნისით თარიღდება კიდევ ერთი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძე  მიხეილ ყაველაშვილს  წინადადებით მიმართავს, 10 ივლისიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან  თამარ ტალიაშვილის  გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

წყარო:  ipn.ge

მსგავსი სტატიები