ბოლნისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. Ambebi.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. მან დანით ჭრილობები მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
მათივე ცნობით, მკვლელობა ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში მოხდა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციითვე, მოკლული 7 წლის ბიჭი ფარუხ ახმედოვია, ხოლო დანაშაულში ბრალდებული ქალი სვეტლანა ახმადოვა. ქალი აზერბაიჯანის მოქალაქეა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს, თუმცა ინფორმაცია მალევე ცნობილი გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, ქალი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
წყარო; ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 62
ოზურგეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად „ჯუმათა“) ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როცა ის ქელეხიდან გამოსული მასში ჩაჯდა. როგორც იუწყებიან, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა და იგი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მედიას შინაგან… - 61
- 61
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ე.გ., 2002 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. „გამოძიებით… - 60
ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივთა თქმით, გარდაცვლილი მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა. მათივე განმარტებით, გვიან ღამით სროლის ხმა გაიგონეს. „აჭარის მაუწყებლის“ ინფორმაციით, მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ნატყვიარებიც აღენიშნება. როგორც მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება… - 60
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. "საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული…
