დავით ართმელაძე დაიბადა 1865 წელს, სოფელ ქვიანში, გურული თავადის, ადამ ართმელაძის ოჯახში.  იგი  20 წლის იყო, როცა  სამხედროსასწავლებელში, კადეტთა კორპუსში  ჩაირიცხა. შემდეგ მსახურობდა მეფის რუსეთის არმიაში. იყო რუსეთ-იაპონიის და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე. მას მიღებული აქვს წმინდა გიორგის ჯვარი და საბრძოლო დიდების ხმალი.

1915 წლის საბრძოლო მოქმედებებისას გენერალი ართმელაძე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, რა დროსაც დაიჭრა.  გარდაუვალი სიკვდილისგან ღვთისმშობლის ხის პატარა ხატმა იხსნა, რომელსაც ყოველთვის თან ატარებდა-როგორც აღმოჩნდა, ნასროლი ტყვია  ხატს მოხვდა და აისხლიტა.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, დავით ართმელაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული არმიის შექმნაში. 1918-21 წლებში საქართველოს სამხედრო ძალების პირველ დივიზიას მეთაურობდა, იყო სამხედრო საბჭოს წევრი. ბათუმის ეპოპეის ჩათვლით, იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველა საბრძოლო მოქმედებებში. 1921 წელს, გენერალ მაჭავარიანთან ერთად, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, მცირერიცხოვანი ძალებით, სოხუმის მიმართულებით იბრძოდა, შემდგომ კი  უკან დახევით სამტრედიაში მოხვდა. სწორედ, აქ მიიღო მან გენერალ მაზნიაშვილისგან ინფორმაცია ბათუმში არსებულ  ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც თურქები იყვნენ შემოჭრილები  და  1500 კაციან მოხალისე ჯგუფთან ერთად, რომელიც თავადშეკრიბა, 1921 წლის 16 მარტს  ბრძოლის ამ ხაზს შეუერთდა.

ბათუმი ორ საბრძოლო უბნად იყო დაყოფილი და სწორედ ერთ-ერთს ხელმძღვანელობდა გენერალი ართმელაძე. ქართულმა ჯარმა მოახერხა თურქების ბათუმიდან განდევდა. როგორც თავად გენერალი მაზნიაშვილი აღნიშნავდა, ამ ბრძოლაში 84 ქართველი დაიღუპა, რომელთა შორისაც იყო გენერალ ართმელაძის თანასოფლელი ნიკოლოზ წულაძე, რომელიც მოხალისედ იბრძოდა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სხვა გენერლებთან ერთად, დავით ართმელაძეც მონაწილეობდა საქართველოში წითელი არმიის ფორმირებასა და სამხედრო სასწავლებლების შექმნაში, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. რაც შეეხება მის პირად  ცხოვრებას, იგი 1908 წელს  დაქორწინდასოფიო წულუკიძეზე, რომელთანაც 1909 წელს შეეძინა ქალიშვილი ნინა, ხოლო 1911 წელს  ვაჟი ილია.ბოლო დოკუმენტაცია, რომელიც ართმელაძის შესახებ ინფორმაციას ინახავს, 1927 წლითაა დათარიღებული-ირკვევა, რომ მან შესაბამისი სამხედრო ატესტაცია გაიარა.სავარაუდოდ, იგი სწორედ ამ პერიოდში გარდაიცვალა.

დაკრძალულია სოფელ ქვიანის ეკლესიის სასაფლაოზე.

2022 წელს ბატონ გოგი ფირცხალაიშვილის ძალისხმევით ართმელაძის საფლავზე მისი ბიუსტი დაიდგა.

წიგნიდან „ლანჩხუთის ქრონიკები“

მსგავსი სტატიები

  • 53
    როგორ გაძარცვეს გურულებმა ოსმალეთის ბანკი( მსოფლიო დონის აფიორა, რომელიც კრიმინალისტიკის გაკვეთილებზე ისწავლებოდა) ამბავი, რომელსაც ამჟამად მოგიყვებით, XX საუკუნის დასაწყისისთვის მეტისმეტად უჩვეულო იყო. ამიტომ, კარგა ხანს, კრიმინალისტიკის რუსულ სახელმძღვანელოებში მისი დეტალები განიხილებოდა, როგორც „არნახული აფიორის“ ნიმუში. უნდა ითქვას ისიც, რომ ოთხი გურული ფირალის მიერ სტამბოლში, ოსმალეთის ბანკის გაძარცვის ამბავი შემდგომში არაერთი სათავგადასავლო ფილმის სიუჟეტადაც კი…
  • 51
    საფო მგელაძე1964 წელს ოზურგეთში გიორგი ლეონიძე ჩავიდა, ოზურგეთლები როგორც წესი და რიგია ისე დახვდნენ ცნობილ პოეტს. არტემ ერქომაიშვილმა სიტყვით მიმართა მას, ლეონიძემ ის გულში ჩაიკრა და გვერდით მოისვა. მერე გაიმართა ბანკეტი, სადაც, რასაკვირველია, ლეონიძეს სადღეგრძელო შეისვა. სამდლობელ სიტყვაში პოეტმა კი თქვა, რომ რა დიდებული ხალხი ხართ გურულები და რაოდენ დასანანია, რომ…
  • 51
    გობრონიძეთა საგვარეულოგობრონიძეთა გვარი საკუთარი სახელიდან გობრონ-იდან მოდის. ამ საკუთარ სახელებს ჩვენში გმირული წარსული აქვს. გობრონი ერქვა ერთ სამხრეთელ ქართველ ციხისთავს, რომელიც X საუკუნის დამდეგს მოღვაწეობდა და 914 წელს, ერთ-ერთი არაბი სარდლის შემოსევისას ყველის ციხიონს ედგა სათავეში. 28 დღე და ღამე გმირულად უმკლავდებოდნენ ყველელი ქართველები მრისხანე მტერს და მხოლოდ მას შემდეგ დანებდნენ,…
  • 50
    უცხოელები რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ლანჩხუთისა და გურიის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვეს.,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“  გრ. რობაქიძე მე-19   საუკუნის საქართველოს ისტორიაში  ნათელ ფურცლებს წარმოადგენს  ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს  საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას,  ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი  რაც შეიძლება უკეთ გაცნობის  კეთილშობილურ  მიზანს.  და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
  • 50
    ძმები ვლასა, მიხეილ იმნაძეებიგვიმბალაურელ კოსანდილე იმნაძეს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მენშევიკური პარტიის წევრებთან, მის ლიდერთან ნოე ჟორდანიასთან. მისი შვილები ვლასა და ჭიჭიკო ამ პარტიის წევრები იყვნენ. ვლასა იმნაძემ სამხედრო განათლება მიიღო რუსეთში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში დაამთავრა საინჟინროსასწავლებელი და სამშობლოში ინჟინრის დიპლომით დაბრუნდა. მუშაობდა თბილისში, შემდეგ ჩაება სოციალ-დემოკრატიული პარტიის საქმიანობაში. მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების…

არ გამოტოვოთ