ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში 200-მდე ადამიანმა გაიკეთა „კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინა. „მედალფას“ მთავარი ექიმის დავით მდინარაძის თქმით, აცრა წარმატებით მიმდინარეობს, თავად აიცრა „ასტრა ზენაკას“ ვაქცინით და კვირის 4 დღეს (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი) მიმდინარეობს აცრები.

_„მედალფას“ კლინიკაში ყველა პირობაა „კოვიდ 19“ აცრის ჩასატარებლად. შენობის მე-4 სართულზეა აცრის კაბინეტი,  გამოყოფილიია სათანადო ფართი, სადაც აცრის შემდეგ შესაძლებელია პაციენტმა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარონ გარკვეული დრო. მცირე გართულებების რიცხვი უმნიშვნელოა, -გვითხრა დავით მდინარაძემ.

დღეს, აცრის პროცესს დავესწარით.  „ატრა ზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, ოზურგეთის ყოფილმა პროკურორმა, 73 წლის ვახტანგ მიქატაძემ, ქ. ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ კალანდაძემ, 83 წლის ვენერა კოსტავამ, ჩოხატაურელმა ქეთევან სიხარულიძემ  და კიდევ 30-ზე მეტმა ადამიანმა.

_უკვე 3 წელზე მეტია დიალეზსს ვიკეთებ. მთისპირის თემში შემავალ დელემურის უბანში რამდენიმე ოჯახში დაფიქსირდა „კოვიდ 19“, გუშინ ექიმთა ბრიგადა იყო სოფელში ამოსული და ათეულობით ადამიანს გაუკეთეს ტესტი. უკანავა დელემურთან ახლოს მდებარეობს და შიში როგორ არ გაგიჩნდება, რომ „კოვიდ 19“ არ დაგემართოს. საუკეთესო მომსახურებაა „მედალფას“ კლინიკაში. დღეს გამიკეთეს ვაქცინა _გვითხრა სოფელ უკანავას მცხოვრებმა ჯემალ შავაძემ.

ექიმ-იმუნოლოგის ირინა ერქომაიშვილის თქმით, ექიმთა ჯუფი მობილიზებულია ნებისმიერი გართულების ასაცილებლად, დღეს მათთან 35 ადამიანი არის რეგისტრირებული. აცრის პროცესი გრძელდება და მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ.

28 აპრილს „ატრა ზენეკას“ვაქცინას გაზეთ „ალიონის“ ჟურნალისტებიც გაიკეთებენ.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 46
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 42
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 41
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 41
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 40
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…