„მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესი უნდა აშენდეს“ _ამ სათაურით გაზეთ „ალიონის“ 27 ივნისის ნომერში (#15) დაიბეჭდა სტატია, რომელიც კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის „ბასრა 1“, „ბასრა 2“ და „ბასრა 3“ მშენებლობას შეეხებოდა.
5 ივნისს, ჟურნალისტების ჯგუფი სოფელ გომში კომპანია „პარვუს ჯგუფის“ და სოფელ გომის მოსახლეობის წარმომადგენლობასთან შეხვედრას დაესწრო.
ჩვენ კითხვაზე, ჰესების მშენებლობის შესახებ რატომ იყო მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში, კომპანია „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ბესელიამ გვიპასუხა, რომ აღნიშნული მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ როგორც სამხარეო ადმინისტრაციის , ისე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და მათ სოციალური პროექტის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან ხელშეკრულება (25.02.2023 წ.) ჰქონდათ გაფორმებული, რომლის მიხედვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს სამი წლის განმავლობაში 0,5 მილიონ ლარს ჩაურიცხავენ.ამასთანავე განაცხადეს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან აქვთ ნებართვები, რის საფუძველზე სამუშაოები დაიწყეს. რადგან მცირე სიმძლავრის ჰესებად არის დაყოფილი, არც გეოლოგიური, ჰიდროლოგიური,ბიომრავალფეროვნების კვლება არ აქვთ ჩატარებული.
ბჟუჟჰესის ზედა წელში ზ/დონიდან 1000 მ-1610 მ-ს შორის 3 ჰესი უნდა აშენდეს. წყალი ჰესებს 1000მმ-იანი მილით მიეწოდება და მდინარის დებეტის 90 პროცენტი საერთო სიგრძის 7 კილომეტრის სიგრძის დერივაციულ მილში მოექცევა. გაჩეხება 130 კუბური მეტრი ტყე და ა.შ.
შეხვედრაზე გარემოსდაცვითმა მენეჯერმა თიკო ჟიჟიაშვილმა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ვალდებულება გზშ წარმოადგინონ, მიუხედავად იმისა, რომეს ჰესები 8-ბალიანი მიწისძვრის ზონაში უნდა აშენდეს.
სატელეფონო საუბარში „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ბესელიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონმდებლობა მათ გზშ-ს წარდგენას არ ავალდებულებს, ისინი გარკვეულ კვლევებს ჩაატარებდნენ ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილებების, თევზის შეუფერხებელი გადაადგილების და სხვა საკითხებზე, რასაც სოფელ შემოქმედიის მოსახლეობას, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას გააცნობოდნენ.
ზურაბ ბესელიამ პირობა არ შეასრულა. „პარვუს ჯგუფს“ არც კვლევები ჩაუტარებია და არც მოსახლეობას შეხვედრია. პირიქით, მდინარე ბჟუჟის ხეობაში ე.წ. „ჯეშტერის საცივიდან“ მარჯვნივ ბჟუჯის ხეობაში უკვე სამ კილომეტრამდე გზა გაიყვანეს და მძლავრი ტექნიკა სწრაფი ტემპით მიიწევს წინ.
გარემოსმცველმა ორგანიზაცია „ეკომ“ და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლება დღეს, კვლავ მოვინახულეთ მშენებლობა, სადაც გზები უკვე სხვადასხვა უბნებში გაჰყავთ. „ეკომ“ ჯერ-ჯერობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან ვერ მიიღო საჯარო ინფორმაცია „პარვუს ჯგუფთან“ დადებული მემორანდუმის შესახებ.
გაზეთი „ალიონი“ გარემოსდაცვით ორგანიზაცია „ეკოსთან“ და კოლეგებთან ერთად იკვლევს არსებულ მდგომარეობას, რომელსაც შემდეგ შემოგთავაზებთ.
P.S. გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროქსელების სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე სამსონ სიამაშვილს, რაიმე კავშირის ხომ არ აქვს მდინარე ბჟუჟის ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს ლიხაური-ზოტის ორჯაჭვა 110-კილოვატიან ხაზის მშენებლობასთან.
_ჩვენ დავუკავშირდით „მითამ ენერჯი ენდ მეტალ ქორფოროიშენის“ წარმომადგენელს, რომელმაც გვითხრა, რომ მდინარე ბჟუჟის ხეობაში გზის გაყვანის სამუშაოები არ უკავშირდება ლიხაური-ზოტის მაღალი ძაბვის ხაზების გაყვანის სამუშაოებს -გვითხრა სამსონ სიამაშვილმა.
მსგავსი სტატიები
- 6831 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გიორგი შილაკაძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს სხდომაზე კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ, მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის შესახებ დასვა კითხვა. _ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, რომ კომპანია „პარვუს ჯგუფი“მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის აგებას აპირებს, ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი არ იცის.…
- 66კარიერების თემა დროებით მიეფარა საზოგადოების თვალსაწიერს. არადა, მდინარეების აუზში კვლავ ინტენსიურად ხდება ქვიშა-ხრეშის მოპოვება, მდინარე სუფსაზე ზოგიერთ მონაკვეთი ისეა აოხრებული, მდინარის ფსკერიც კი ამოუღიათ. მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შედეგად დაზიანებულია ოზურგეთი-ჯუმათი-გულიანის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. გასულ ხუთშაბათს სოფელ ოზურგეთის გადასახვევიდან ვიდრე ე.წ. „ძაღლების თავშესაფრამდე“, 5 წუთის განმავლობაში 15 მძიმედ დატვირთული ავტომანქანა დავაფიქსირეთ,…
- 65"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 64საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 61დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გიორგი შილაკაძემ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს სხდომაზე კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ, მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის შესახებ დასვა კითხვა. _ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, რომ კომპანია „პარვუს ჯგუფი“მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის აგებას აპირებს, ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი არ იცის.…