საწვავის გაძვირების გამო, ზოგიერთი მიმართულებით უახლოეს პერიოდში საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდება. ბაზარზე მომუშავე კომპანიების ნაწილი ფასის ზრდას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის აანონსებს.

კომპანია „ომნიბუს ექსპრესის“ დირექტორი ირაკლი კაბულაშვილი საუბრისას აცხადებს, რომ თუ საწვავზე ფასი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდა, მგზავრობის ტარიფი საშუალოდ 15-20%-ის ფარგლებში გაიზრდება.

„საწვავის გაძვირება იწვევს ლოგისტიკური ხარჯების გაზრდასაც, რაც გულისხმობს კომპანიისთვის ირიბი ხარჯების მატებას. ეს არის შეკეთება, ავტონაწილების იმპორტი, იგივე თანამშრომლების გადაადგილების ხარჯი, რაც ბუნებრივად იწვევს ჯამში ფასების დაკორექტირებას. თუ ფასი დაბლა არ წამოვიდა და თუნდაც ამ ნიშნულზე შენარჩუნდა, არათუ გაიზარდა, ჩვენ მოგვიწევს ფასის 15-20%-ით გაზრდა. საწვავის ფასმა ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩვენთვის მოიმატა 35%-ით, ამიტომ ამ ყველაფერს რომ მარტივად გავუძლოთ, უბრალოდ შეუძლებელია. ვფიქრობთ, რომ ეს ასახვა უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის  გვექნება“, – განაცხადა კაბულაშვილმა.

ტარიფების გადახედვის მოთხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავთ მძღოლებს „დიდუბის ავტოსადგურისთვის.“ ავტოსადგურის დირექტორი ნესტორ მიქატაძე აცხადებს, რომ საკითხი გათვალისწინებული მხოლოდ მათი მიმართვის შემთხვევაში იქნება.

„ჩვენ ჯერ ფასები არ გაგვიზრდია. ჩვენ მგზავრთგადამყვანი ოპერატორების, მანქანის მეპატრონეების, ინდმეწარმეების და აღრიცხვაზე მყოფი პირების მომსახურებას ვეწევით, ფასების გაზრდა და შემცირება მათი პრეროგატივაა. თუ ისინი გარკვეულ ეტაპზე ითხოვენ ფასების გაზრდას და მოგვმართავენ, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს. თუ იქნება საფუძვლიანი, შეიძლება განვაახლოთ მათთან ხელშეკრულებები.

ჩვენი მძღოლები არ ზრდიან ფასების არაჯანსაღი კონკურენციის გამო. ისინი იძულებულები არიან სერვისი გააუმჯობესონ ისე, რომ ფასები არ გაზარდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენად ბევრი აღურიცხავი ტრანსპორტია ყველა მიმართულებით, რომ მათთან კონკურენცია გვიჭირს“, – უთხრა „საქმიან დილას“ მიქატაძემ.

წყარო: business MEDIA

მსგავსი სტატიები

  • 49
    უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდისუკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა.                               ღია წერილი             რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს                …
  • 49
    „მომწყურდი საოცარი ძალით“  ოცდამეშვიდე-ოცდამერვე  წერილი როცა 1983 წლის იანვარში მოსკონცერტის დირექტორმა კონსტატინ ბულგაკოვმა მოსკოვის საპასპორტო სამართველოსაგან უარი მიიღო, ჩემი ოჯახის მოსკოვში ჩაწერაზე, გადაწყვიტა ჩვენი, გოგის და ჩემი წარდგენა რუსეთის სახალხო არტისტების წოდებაზე! ყველა საჭირო საბუთები: ოფიციალური დახასიათებები, შუამდგომლობები იქნა გადაგზავნილი რუსეთის კულტურის სამინისტროში და ამავე დროს მოსსოვეტის კულტურის მთავარ აღმსრულებელი სამართველოს ხელმძღვანელთან…
  • 45
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 44
    „მომწურდი საოცარი ძალით“                            წერილი ოცდამესამე-ოცდამეოთხე ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1981 წლის თებერვლიდან ოთხი თვის განმავლობაში, მაისის ბოლომდე ანსამბლის «მუსიკის» თანხლებით ჩვენ ჩავატარეთ კონცერტები ქ. მოსკოვის ყველა დიდ საკონცერტო სცენებზე! ადმინისტრატორ მუზა პეტროვნა აფანასიევას შეფასებით ჩვემა ანსამბლმა თავისი პროგრამით, შესრულების დონით…
  • 44
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…