ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა. ლანჩხუთში სოფელ ქვემო მამათსა და ხორეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის შედეგებს პირადად გაეცნენ.

„უხვმა ნალექმა ისევ შეუქმნა პრობლემები გურიის რეგიონს. დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა მილხიდები. ისევ განვითარდა გარკვეულ სოფლებში მეწყრული პროცესები სამწუხაროდ. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, სამივე მუნიციპალიტეტში ვაგრძელებთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში, არის გარკვეული ადგილები, სადაც დაზიანდა გაზმომარაგების მილები და მიმდინარეობს აქტიურად მუშაობა, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს კომუნიკაციების აღდგენა. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი მუნიციპალიტეტებშიც და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაშიც, ასევე, სამწუხაროდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხორეთში დროებითი გადასასვლელი ისევ დააზიანა უხვმა ნალექმა, ხიდის საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, რაც შეეხება დროებით გადასასვლელს, როგორც კი ამინდი მოგვცემს ამის შესაძლებლობას, აუცილებლად მოხდება მისი აღდგენა. აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს მოქალაქეებთან, სამწუხაროდ, ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაზიანდა სასაფლაოს კედელი, რომელიც, ასევე, მყისიერად იქნება აღდგენილი როგორც კი ამინდი ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, _ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მსგავსი სტატიები

  • 64
    სოფელ ქვემო მამათსა და ხორეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი იმყოფებოდნენძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა. ლანჩხუთში სოფელ ქვემო მამათსა და ხორეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის შედეგებს პირადად გაეცნენ. ,,უხვმა ნალექმა ისევ შეუქმნა პრობლემები გურიის რეგიონს. დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა მილხიდები. ისევ განვითარდა გარკვეულ სოფლებში მეწყრული…
  • 49
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 45
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 43
    სიძლიერე 5 ქულას მიაღწევს…” – ცნობილია მაგნიტური შტორმის მოსალოდნელი თარიღებიმეცნიერები მუდმივად აკვირდებიან მზეს და მის აქტივობას. მზის აფეთქების დროს, დედამიწაზე, შეიძლება, მოხდეს გეომაგნიტური შტორმები, რომლებიც საშიშია საკომუნიკაციო სისტემებისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენ შეგიძლიათ, წინასწარ მოემზადოთ და გადაურჩეთ მათ ჯანმრთელობის სერიოზული შედეგების გარეშე. როდის არის მაგნიტური შტორმები 2024 წლის აგვისტოში. თვე დაიწყო დაიწყო მაგნიტური ქარიშხლით და შტორმის სიძლიერე 6 ბალიანი იყო. მომდევნო…
  • 40
    3 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის…